პოლიცია, სპეცრაზმი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციაზე, განსაკუთრებით გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძის ქმედებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა,  “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ფასს კიდევ ერთხელ გადაიხდის. „საქართველოში დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ყველაზე რადიკალურიც კი, ისეთი როგორიცაა „დავამთავრებთ ხელისუფლებას, რევოლუცია, საყოველთაო დაუმორჩილებლობა“, მაგრამ როცა მოწოდებები გადადის ქმედებებში, ხდება...
მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა "ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მას მაშინაც ეს აზრი ჰქონდა, როცა "ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება გასცა. "რადგან დავპირდით, ძალიან ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ხმას აძლევენ იმას, რაც მათი აზრით...
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი, მოძრაობის "სირცხვილია" ერთ-ერთი ლიდერი ზუკა ბერძენიშვილი და მისი მეგობარი გიორგი მონავარდისაშვილი ერთად დააკავეს. მისი ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილი პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი, სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. დავით ბერძენიშვილი ვერ აკონკრეტებს, რას ედავებიან ზუკა ბერძენიშვილს. მისი თქმით, ზუკა პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა და არა - პიკეტირების რომელიმე ადგილზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან,...
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა. დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული...
პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება. ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოსვლებია დაწყებული. ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებსაც, პრაქტიკულად, მთელი რუსთაველის გამზირი აქვთ დაკავებული. მათ, ფაქტობრივად, ალყაში ჰყავთ აქციის მონაწილეები მოქცეული. ამასთან, იმ პირებს, რომლებსაც აქციაზე მისვლა სურთ, ფაქტობრიავად, ამის საშუალება არ ეძლევათ. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გახსნილია და სპეცრაზმელები, მათ შორის, ჟურნალისტებზაც, გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას უზღუდავენ.
ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. "შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრა სამი დღის წინ დაიგეგმა. "მე დღეს მათ ხელისუფლების მაგივრად მოვუხდი ბოდიშს იმის გამო, რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა აკადრა", - განაცხადა უსუფაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს,...
რადიკალური პიკეტირება გაგრძელდება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, „პოლიციის ძალით მშვიდობიანი დემონსტრანტების გარღვევა არის პუტინიზმი“. „მსგავსი უგუნურება არ მინახავს. რამდენი ხანი უნდა იდგეს ეს ხალხი აქ? კანონის მიხედვით, როდესაც ადამიანების რაოდენობა მეტია, ვიდრე ტროტუარი იტევს, ავტომატურად კანონით მოვალეა ეს ძვირფასი ხალხი, გაიწიოს და დააყენოს აქ ადამიანები. პიკეტირება რადიკალური გაგრძელდება და თუ...
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა საერთო სიგნალით შეეძლება. სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ასევე აიღო პარლამენტიოს...
ნეტგაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი. ჯერჯერობით, შსს ინფორმაციას არ ადასტურებს და არ ამბობს, ვინ და რამდენი ადამიანია დაკავებული. ამ წუთებში სპეცრაზმმა, ფაქტობრივად, უკვე დაშალა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია. აიღო პარლამენტთან განთავსებული კარვები. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე მაინც რჩებიან. ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ. პარალელურად, აქციის მონაწილეები...
სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს. პარალელურად აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: „სირცხვილია“, „საქართველო“. ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონად არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას. ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად. შსს და “ქართული ოცნების”...
პარლამენტის მთავარი შესასვლელი გაათავისუფლეს, რუსთაველზე კი აქციის დაშლა იწყება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის მონაწილეთა ნაწილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის, დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ სირაძე. აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლით შლის. გარდა დაკავებულებისა, არიან დაშავებულებიც, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები ადგილზე უწევენ დახმარებას.
სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად, აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას. ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად. შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას: უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს. საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად. იმოქმედოს პოლიტიკური...
პარლამენტთან მისულ სპეცდანიშნულების რაზმებს აქციის მონაწილეები ხელებაწეული დახვდნენ, თუმცა, პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან სპერაზმის წევრებმა აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანა უკვე დაიწყეს. რუსთაველზე, ოპერის წინ, უკვე მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი შემადგენლობა, რომელიც ჯერ არ დაძრულა. ჩიტაძის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩაზე უკვე გამოვიდნენ სპეცრაზმელები და აქციის მონაწილეებისკენ დაიძრნენ. აქვეა წყლის ჭავლის მანქანაც. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2478894635722513/?epa=SEARCH_BOX
ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და ისე გაგვიტანონ აქედან სათითაოდ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა პარლამენტთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დარბევის მიუხედავად, ისინი მაინც მივლენ პარლამენტთან და ბოქლომს დაადებენ პარლამენტის შესასვლელს. „თხოვნა გვაქვს თქვენთან ყველასთან, ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია, ისე გავიტანონ აქედან სათითაოდ, რომ...
წინა სტატია შსს-ის საპატრულო პოლიცის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცავთა ოდენობის ზრდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვისაა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის წევრებს 30 წუთი მისცა პიკეტირების შეწყვეტისთვის. დრო, პრაქტიკულად, იწურება. სპეცტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი მობილიზებულია როგორც ჩიტაძის ქუჩაზე, ისე რესპუბლიკის მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატები გეგმავენ პარლამენტში მისვლას და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ