პარლამენტის მთავარი შესასვლელი გაათავისუფლეს, რუსთაველზე კი აქციის დაშლა იწყება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის მონაწილეთა ნაწილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის, დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ სირაძე.
აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლით შლის. გარდა დაკავებულებისა, არიან დაშავებულებიც, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები ადგილზე უწევენ დახმარებას.