ორშაბათს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ შეკრებას, პარლამენტის პიკეტირებას და პარლამენტის სხდომის ჩაშლას აანონსებენ. სამოქმედო გეგმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ შოთა დიღმელაშვილმა გამოაცხადა. "მინდა, ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ...
ქვემო ხვითის ცენტრიდან ზემო ხვითის ცენტრამდე 1 978 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას 1 038 000 ლარი მოხმარდა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ნაწილი კი მთის ფონდის თანადაფინანსებით განახორციელა. „გასულ წელს ქვემო ხვითში, რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1 070 მეტრიანი მონაკვეთსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 661 970 ლარი იყო,...
წინა სტატია აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძისგან განმარტებას ითხოვენ, თუ რას ფიქრობს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში იმყოფებიან და მათ თორნიკე რიჟვაძე არ უნახავთ. „ბატონო თორნიკე, გამოდით და შეგვხვდით, განმარტება გააკეთეთ მოსახლეობასთან. სასამართლო პროცესზე წავედით, ამ დროს თორნიკე რიჟვაძემ დრო იპოვა და მთავრობის შენობაში შევიდა....
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისათვის 4 117 800 ლარი გაიხარჯება, როდესაც, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით შრომის ანაზღაურებაში 3 765 500 ლარი იყო გამოყოფილი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, 2020 წელს შრომითი ანაზღაურების ზრდა მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების ზრდასა...
video
მარნეულის სოფელ ლეჟბადინში სასმელი წყალს მილი გამსკდარია და ქუჩა იტბორება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს. ლეჟბადინელების თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სასმელი წყლის უზრუნველყოფის სამსახურს მიმართეს, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა ახლო მომავალში არ მოგვარდება წყალი გზასაც გააფუჭებს და სოფელს ახალი პრობლემა შეემატება. „სახელმწიფომ თანხა გამოგვიყო და ეს გზა გაიყვანეს. აქ დაახლოებით 70-80 ოჯახი ცხოვრობს...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია შემდეგი ადგილები: ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში; II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენლის თანაშემწე ქალაქ საგარეჯოში; I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენელი სოფელ გომბორში; I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენელი სოფელ პატარძეულში; I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის...
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები გაჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მოძრაობა დროებით შეფერხებულია ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე. მათივე ცნობით, მატარებლები ამ დროისთვის მოძრაობენ ზონალურად - მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ამჟამად ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად.
გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ორ ვაკანსიას აცხადებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სააგენტო სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აყვანას აპირებს. როგორც სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, შერჩევისას მთავარი მოთხოვნაა, რომ კადრი სერთიფიცირებული იყოს. "ამ ვაკანსიაზე საჭიროა სერთიფიცირებული კადრი. სერთიფიცირებას საკმაოდ სერიოზული თანხები სჭირდება. ეს ახალი პროფესიაა, ახალი მოთხოვნებია, ეს უნივერსიტეტებში არ ისწავლება. თან ვადებში ვართ შეზღუდული, რომ გვყავდეს ასეთი კადრი. ამიტომ ვაცხადებთ...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" შოთა ვანიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეების შეურაცხმყოფელ პოსტს აზიარებს. https://www.facebook.com/shota.vanishvili/posts/2493714997416186 შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის გუშინ, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს გუშინ პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებულებს. ამასთან....
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, მთელ პერიმეტრზე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, 35 000 მ²-ზე, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი, აშენდა 200 მეტრამდე სიგრძის საყრდენი კედელი, დემონტაჟი ჩაუტარდა ძველ კედელს და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „აქ უმძიმესი მდგომარეობა იყო....
დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესვე, 23:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის ქუჩაზეც. სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
წინა სტატია ადგილობრივი თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი გაუარესდა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად აფასებს, მაშინ, როცა ამავე ორგანიზაციის მიერ 2019 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევით, თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად 48% აფასებდა. გაზრდილია იმ გამოკითხულთა რაოდენობაც, რომლებიც თვითმმართველობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. თუ 2019 წლის ივლისის კვლევით, მუნიციპალიტეტების მუშაობას უარყოფითად გამოკითხულთა 44% აფასებდა, ამჯერად, ეს მონაცემი 48%-მდეა გაზრდილი. IRI-ის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას იწუნებს. მდინარაძეს აღნიშნულ ინიციატივაზე დისკუსიის გახსნა ზედმეტად მიაჩნია იმ ფონზე, როცა კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. "გამორიცხულია ამაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით... ახლა ამ ფონზე, არ მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე...
ხარაგაულის სოფელ ლაშეში ცარცული პერიოდის, 100 მილიონი წლის წინანდელი, ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს. "ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობის პროცესში, მსხვილმარცვლოვან გლაუკონიტიან ქვიშაქვებში ქვედა ცარცული პერიოდის (დაახლოებით, 100-113 მილიონი წელი) ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები - ამონიტები (Ammonite) აღმოაჩინეს, - აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. მათივე ცნობით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოჩენილი მოლუსკები ადგილზე დაათვალიერა. "აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა", -...
წინა სტატია შემდეგი სტატია ადგილობრივი თვითმმართველობა მთავრობასა და პარლამენტზე უკეთ მუშაობს, ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის ანგარიშში წერია. კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებისა და ინსტიტუციის მუშაობას, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად აფასებს, მაშინ, როცა მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 37% აფასებს. გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცუდად მუშაობს. რაც შეეხება მთავრობისა და...
თბილისში მიმდინარე მოვლენებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ეხმაურება. ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებს, თუნდაც ეს სისხლის ფასად დაუჯდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "ამათი მოსვლა უნდა ხალხს?! წარმოდგენა თუ გაქვთ ქვეყანაში რას დაატრიალებენ?! თუ გგონიათ, რომ რამეს ან ვინმეს დაინდობენ, ძალიან ცდებით. მე ისიც მეეჭვება, რომ ხალხი, ვინც ამათ ვებრძოდით წლების მანძილზე (ანუ უმრავლესობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ