თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები გაჩერებულია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მოძრაობა დროებით შეფერხებულია ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.
მათივე ცნობით, მატარებლები ამ დროისთვის მოძრაობენ ზონალურად – მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ამჟამად ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად.