თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, სკოლის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 970 მეტრის სიგრძეზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 749 ლარი დაიხარჯა. გზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "გზამშენმა" განახორციელა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოიკითხა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ნინო გოგოლაშვილის ადვოკატი ივანე ნორაკიძე ამ საქმეზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ილია ბაიდოშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. მისი შეფასებით, სამოქალაქო აქტივისტზე საკრებულოს წევრის თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და ველოდებით, რომ აღიძრას სისხლის...
ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელწოდებები მეორედ გადაღებეს. გადაღებილი აბრა სოფელ ზაკვთან და ბოჟანოსთან ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. იურისტები აცხადებენ, რომ საკითხით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალქალაქში, სოფელ ზაკვის აბრაზე, უცნობმა პირებმა ბოლო ორი ასო დაახლოებით სამი დღის წინ წაშალეს. „ჯერ არასწორად ეწერა სახელი, ახლა კი ლურჯი საღებავით თვითნებურად გადაღებეს“ ,–ამბობს ადგილობრივი ლაშა ბერიძე. ამ სოფელში აბრაზე წარწერის...
ბათუმში, გოგებაშვილი ქუჩაზე, შპს "ადანას"  მეპატრონე ბათუმის მერიამ 1000 ლარით დააჯარიმა. კაფე-ბარის მფლობელმა ტროტუარის ნაწილი, გაზონი და ხე ჩააბეტონა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დამრღვევს დაევალა ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს. ნინოშვილის ქუჩაზე, კაფე-ბარი ტროტუარის დიდი ნაწილზეა განთავსებული, თუმცა ამჯერად მფლობელებმა უნებართვოდ გაზონის ტერიტორია აითვისა და ბეტონით გაასწორა.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. გამოგზავნილ ფოტოზე ჩანს, რომ ხე ბეტონით არის...
ვაჭრუკანული წინადადების იქით ვერ მიდის "ოცნება", - ასე ეხმაურება "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველი პარტიის შემოთავაზებვას, რომლის მიხედვითაც 2020 წელს რიგ მაჟორიტარულ ოლქში "ოცნება" კანდიდატს არ დააყენებს. მისი შეფასებით, ხელისუფლების განცხადება მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების საკითხზე „ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის მცდელობაა“. “მე მგონია, პოლიტიკაში ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დასაცავია ღირსება.  "ქართული ოცნება”, სჯობს, დაუფიქრდეს ამ თავისი ბოლო წინადადების საკითხს და საკუთარი ღირსების...
წინა სტატია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ 2020 წელს არჩევნები შერეული წესით ჩატარდება, არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ჩაშლიან. უგულავა "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ თქვა, რომ "თემა დახურულია" და მმართველი გუნდი არჩევნების სისტემის ცვლილებას აღარ განიხილავს. უგულავა ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის "მორიგი აფერისტობაა"და ქართული ოცნება მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, რასაც მისი...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ლარის გაუფასურების ტარიფებზე ზემოქმედების ფაქტორებზე საუბრისას განუცხადა. „ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა დავადგინოთ. ბუნებრივია, ვალუტის კურსი მოქმედებს ტარიფზე, ვინაიდან ჩვენ გაზი დიდწილად მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვალუტის კურსს ვითვალისწინებთ ტარიფის გაანგარიშების...
საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება, - აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ "დელისის“ მიმართულებით იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით იმოძრავებს. 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. კასპში სააკაძის ქუჩაზე არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დაასრულა. სპორტსკოლის რეაბილიტირებული შენობა ორსართულიანია. შენობის საერთო ფართი კი, დაახლოებით, 230 მ2-ია. პროექტი პარკინგის, გამწვანების ზოლის მოწყობასა და  საპროექტო ტერიტორიის სრულად შემოღობვას ითვალისწინებდა. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ორი 20-კაციანი გასახდელი, როგორც უფროსებისთვის, ასევე, ორი 18-კაციანი გასახდელი ბავშვებისათვის. "სპორტსკოლას ახლა უკვე აქვს საშხაპეები, გასახდელები, ოთახები სველი წერტილებით როგორც ადმინისტრაციისთვის,...
თბილისის N12 ბაგა-ბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდა. საბავშვო ბაღის შენობაში სრულად განახლდა ინტერიერი - ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, განახლდა იატაკი, კარები, განათებები, გამწოვი სისტემები და სხვა ინვენტარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაგა-ბაღის ეზოში ასფალტის საფარი დააგო. "მეთორმეტე საბავშვო ბაღი, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაციამდე. გარდა იმისა, რომ მთელ შენობაში ინტერიერი იყო სრულიად...
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა და შვიდ კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება. პროექტი ორ მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული, რაც გზით მოსარგებლეების გადაადგილებას აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები,...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დიდი ოდენობით თავისუფალი თანხებია, ბრომელსაც მერია არ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებია განსახორციელებელი. აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გორის მერია აღნიშნულ წლებში თანხებს არაეფექტიანად იყენებდა. კერძოდ, სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 3,066.6 ათასი ლარის ოდენობის თავისუფალი ნაშთი იყო,...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი) ქვეყანაში მიწის საერთო ფართობი 7 628.4 ათასი ჰექტარია, აქედან კერძო საკუთრებაშია 948 ათასი ჰექტარი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ქვეყანაში არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი 4 602.6 ათას ჰექტარს შეადგენს. აქედან კერძო საკუთრებაშია ფართის 181.6 ათასი ჰექტარი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი 3085.8 ათასი ჰექტარია, კერძო საკუთრებაშია 767.3 ათასი ჰექტარი. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ბარის ზონა ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 46%-ს მოიცავს. აქ მიწის რესურსები ხასიათდება...
"მოეშვით პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდების დევნას" - მოძრაობა "გაბედე" რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსს მართავს. მათ გალია მიიტანეს, შიგნით კი სათამაშო ზებრა გალიას ჯაჭვით მიაბეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცლებს. გალიაზე ასევე გააკრეს ბიძინა ივანიშვილის ფოტო. მათი თქმით, თუ პარტიის ლიდერი ხალხის მოთხოვნას არ შეასრულებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით არ ჩაატარებს, ივანიშვილიც ციხეში აღმოჩნდება. ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა განცხადებები გააკეთეს. კახა...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 10 ერთეული სამორიგეო ავტომანქანის ფლობა იყო რეკომენდირებული, თუმცა ამის მიუხედავად ქალაქის ხელმძღვანელობა 36 მანქანას განკარგავდა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. "2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საბალანსო მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ირიცხებოდა 36 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება. მათ შორის: ა(ა)იპ-ებზე თხოვების ფორმით გადაცემული იყო 3 ერთეული,...
"ქართული ოცნების“ გუნდს ქუთაისიდან „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნეს. პოლიტიკური პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ამ ფორმით გამოეხმაურნენ. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას "სირცხვილის“ ჩამოსაწმენდად „სელპაკები“ სჭირდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცლებს. გოგი წულაიამ პერფორმანსს "საქართველოს ფოსტასთან“ გამართა და შემდეგ ამანათი გაგზავნა: "ქართულ ოცნებას“ გავუგზავნეთ „სელპაკები“ და ვაზელინი, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ