თბილისის N12 ბაგა-ბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდა

607

თბილისის N12 ბაგაბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდა. საბავშვო ბაღის შენობაში სრულად განახლდა ინტერიერიჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, განახლდა იატაკი, კარები, განათებები, გამწოვი სისტემები და სხვა ინვენტარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაგაბაღის ეზოში ასფალტის საფარი დააგო.

მეთორმეტე საბავშვო ბაღი, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაციამდე. გარდა იმისა, რომ მთელ შენობაში ინტერიერი იყო სრულიად ამორტიზებული, ბაღს არ ჰქონდა შემოსასვლელი გზა. სამგორის გამგეობის დახმარებით, დღეს ბაღის ეზოში გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. პროექტზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯა და მომავალში ჩვენ ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზეც ვიზრუნებთ,“ – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.