ამაღამ ვაჟა-ფშაველას გამზირის გარკვეული მონაკვეთი დაიკეტება

732

საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე ვაჟა–ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტი ვაჟა–ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ “დელისის“ მიმართულებით იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით იმოძრავებს.