თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, სკოლის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 970 მეტრის სიგრძეზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 749 ლარი დაიხარჯა.
გზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “გზამშენმა” განახორციელა.