"ახალგაზრდა იუსისტთა ასოციაციის" (საია) ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი სტუდენტების დაფინანსების პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ჯემალ ჭკადუამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მიმართა თვითმმართველობის წარმომადგენლებს შესაბამისი კითხვით. მისი თქმით, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით, მერია არ აფინანსებს სხვა სასწავლებლების, კოლეჯის სტუდენტთა შეღავათიანი პირობებით ტრანსპორტირებას:
"მესმის, რომ შოთა მესხიას უნივერსიტეტი აკრედიტირებული უნივერსიტეტია და აქედან გამომდინარე ხდება...
რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალ ბიუჯეტში 160 ათასი ლარი განსაზღვრა. პროექტის მიხედვით, ქვეპროგრამის მიზანია რელიგიური ორგანიზაციების და სხვადასხვა კონფესიათა საქმიანობის, კანონით ნებადართული აქტივობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებათა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მოსალოდნელი შუალედური შედეგი, როგორც პროექტითაა განმარტებული, უნდა იყოს, "ეკლესიისა და მორწმუნე მრევლის როლის გაძლიერება საზოგადოების ფართო ფენებისთვის პროგრესული, მაღალი მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში".
ასევე, კანონმდებლობის ფარგლებში...
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაირგო 6 მეტრამდე სიმაღლის სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე. ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობა ამ კონკრეტულ მონაკვეთში საგრძნობლად გაუმჯობესდება. ეს არის ნაწილი იმ დიდი საშემოდგომო რგვებისა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. ჯამში საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში 12...
აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე შეზღუდვები სრულად მოიხსნა და საოკუპაციო ხაზის ორივე მხრიდან მოქალაქეები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან. ინფორმაცია "ლაივპრესს" სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ დაუდასტურა. ამბობს, რომ მასაც ეს ცნობები აქვს. თუ მანამდე ახალგაზრდა მამაკაცებს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან სამეგრელოში არ უშვებდნენ, ახლა უკვე განურჩევლად ყველა გამოატარეს.
"ჩემი სამსახურის წარმომადგენლები არიან ადგილზე მონიტორინგისთვის და მეც ეს...
ქუთაისის მერიაში ყველაზე ძვირიანი 71 531 ლარიანი მანქანა გიორგი ჭიღვარიას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია "ფლანგვის დეტექტორმა" მოიძია.
2019 წლის სექტემბრის მონაცემებით ქუთაისის მერიას ავტოპარკში 18 მანქანა ყავს, რომლებიც თანამდებობის პირებსა და სხვადასხვა სამსახურებს ემსახურება.
ჭიღვარია 2015 წელს შეძენილი 2011 წლის “ტოიოტა ლენდკრუიზერით” გადაადგილდება, რომელშიც 71 531 ლარი არის გადახდილი.
ამის შემდეგ მოდის, ადმინისტრაციული სამსახურის 2018 წელს შეძენილი 2014 წლის “კია სერატო”, რომელშიც...
დაიშლება ქცია, თუ დაიწყებენ გზის გადაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა განუცხადა. მისი თქმით, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი დაიწყოს.
„დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს. რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?! შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ,...
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ხედავს, რომ ხალხი მათ უკან არ დგას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ნაცმოძრაობის“ უკან დგას დღეს ორასი აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას.
„ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით“, - განაცხადა კობახიძემ.
თუ...
წინა სტატია
თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს.
ხმალაძის განცხადებით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მერიისთვის მიუღებელია.
"დღეს ქალაქს, დაახლოებით, 1 500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის მიხედვით, აღნიშნული რაოდენობა მცირდება, რადგან ბაზარი ავტობუსსა და მიკროავტობუსს სხვადასხვანაირად გადაანაწილებს. თბილისის მერმა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირადად მე, მკაფიო...
სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირება, საზოგადოებისთვის გვაქვს პასუხი გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. და ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.
"საზოგადოებისთვის პასუხი გვაქვს გასაცემი იმაზე, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა...
საქართველოში პოლიტიკური სპექტრი ვერ ვითარდება, - ამის შესახებ მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის“ გადაცემა SWOT-ანალიზში განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის არა მარტო ფინანსები, არამედ სათანადო კადრებიც არის საჭირო, რაც დღეს საქართველოში პრობლემაა.
"ყველა დარგში, რომელიც არ უნდა ნახოთ დღეს საქართველოში. არსად პროფესიონალები არ გვყოფნის. შემდუღებლებიც კი აღარ გვყოფნის დღეს, რომ იცოდეთ. მასწავლებლებში იცით რამხელა დეფიციტია? ყველა დარგში...
"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა თეორიულადაც არ არსებობს. ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის“ გადაცემაში "SWOT ანალიზი“ განაცხადა.
"შეუძლებელია თეორიულადაც კი, 0%-ია ალბათობა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს“, - თქვა ივანიშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ საზოგადოება დააბნია, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდი ძალიან თავდაჯერებული და სტაბილური გახდა.
"გუნდები ჩამოყალიბდნენ, გამოცდილება მიიღეს, კარგი კომპლექტაცია არის. ამ...
პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან პოლიციელებმა რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს. შსს-ში ამბობენ, რომ დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარედ არავინ დაუკავებიათ.
საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ტერიტორიიდან გაარიდეს ისინი, ვინც პროვოკაციას ახდენდა.
“არავინ დაგვიკავებია, გავარიდეთ ტერიტორიიდან... პოლიციამ გაარიდა ისინი, ვინც ახდენს პროვოკაციას და ახდენს პარლამენტის ბლოკირებას. რაც შეეხება ჟურნალისტებს და აქტივისტებს, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ და შევიდნენ პარლამენტში ”, – უთხრა სირაძემ ჟურნალისტებს.
რამდენიმე პირის...
"თბილსერვის ჯგუფმა“ მხატვრული მინათების კიდევ ერთი პროექტი განახორციელა.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე კლდე მხატვრულად განათდა, მოეწყო განათების ახალი ქსელი და დამონტაჟდა 35 ერთეული სანათი მოწყობილობა.
სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო სამსახურის მხატვრული მინათების განყოფილების 15 სპეციალისტი ასრულებდა.
ხმაური იყო ბათუმის საკრებულოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ანთაძესა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფრაქციის გადაწყვეტილებით, ნაციონალები საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან, გამონაკლისი ბიუჯეტის განხილვა იქნება. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა დღეს დაგეგმილი სხდომის წინ განაცხადეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
დეპუტატს აინტერესებდა, მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები რატომ არ იმყოფებოდნენ სამსახურში. ისმოდა ურთიერთბრალდებებიც. შენობასთან ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.
სიტუაცია საბოლოოდ პოლიციამ განმუხტა და...
ქალაქ საგარეჯოში, ცენტრალური ქუჩების მიმდებარედ ქუჩის მოსასვენებელი სკამების განთავსება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ლიკო-1" ასრულებს. სულ მუნიციპალიტეტში 36 მოსასვენებელი სკამი განთავსდება.
ავეჯის შესყიდვა, მიწოდება და მონტაჟის შესყიდვის სახელშეკრულებო ღირსებულება 14 796 ლარს შეადგენს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნების ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯები, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაოთხმაგებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
2019 წლის განმავლობაში, სამხარეო ადმინისტრაციამ თანამშრომელთა მივლინებებისთვის თანხა 7-ჯერ გამოყო. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი მარტში, პოლონეთში სამ-დღიანი ვიზიტზე დაიხარჯა.
"17-დან 20 მარტის ჩათვლით, სამხარეო ადმინისტრაციის შტატგარეშე თანამშრომელი იმყოფებოდა სასწავლო-სამუშაო ვიზიტით ვარშავაში, რისთვსაც 2 171 ლარი დაიხარჯა", - ვიგებთ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან.
მიმდინარე წლის სექტემბერში,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































