საქართველოში პოლიტიკური სპექტრი ვერ ვითარდება, – ამის შესახებ მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა SWOT-ანალიზში განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის არა მარტო ფინანსები, არამედ სათანადო კადრებიც არის საჭირო, რაც დღეს საქართველოში პრობლემაა.
“ყველა დარგში, რომელიც არ უნდა ნახოთ დღეს საქართველოში. არსად პროფესიონალები არ გვყოფნის. შემდუღებლებიც კი აღარ გვყოფნის დღეს, რომ იცოდეთ. მასწავლებლებში იცით რამხელა დეფიციტია? ყველა დარგში ჩვენ გვაქვს დეფიციტი პროფესიონალების. ვიღაცებს ეიფორია აქვთ, რომ პოლიტიკაში არიან ჭარბი. ჭარბი კი არა, ყველაზე წარუმატებელი, არაფრის მქონე და არაფრის გამკეთებელი ადამიანები მოდიან და დგებიან, სხვა რამე რომ ვერ შეძლეს“, – თქვა ივანიშვილმა.