“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა თეორიულადაც არ არსებობს. ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “SWOT ანალიზი“ განაცხადა.
“შეუძლებელია თეორიულადაც კი, 0%-ია ალბათობა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს“, – თქვა ივანიშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ საზოგადოება დააბნია, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდი ძალიან თავდაჯერებული და სტაბილური გახდა.
“გუნდები ჩამოყალიბდნენ, გამოცდილება მიიღეს, კარგი კომპლექტაცია არის. ამ ფონზე რა ნაციონალური მოძრაობა, რის ნაციონალური მოძრაობა?“ – განაცხადა ივანიშვილმა.