2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს. ასევე, რამდენიმე მილიონით იზრდება განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე რეგიონალური ფონდის დაფინანსება. პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, იზრდება სახელმწიფოს შიდა და საგარეო ვალიც. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-დან 4.5%-მდე მცირდება. "ეს არის საბოლოო ვერსია, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა....
გორისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გალაკტიონის ხეივანი ეწყობა. სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები აწარმოებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. გამოცემის ცნობით, იდეა ორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბაჩანა გვიანიშვილს ეკუთვნის: ,,ეს იდეა მე მეკუთვნის, ფაქტობრივად, ჩემი წარმოდგენით კეთდება. რა თქმა უნდა, პროექტი შეთანხმებულია ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, რათა არ მომხდარიყო ძეგლის იერსახის დამახინჯება. ყვავილები ძირითადად ბუნებრივია და გაზაფხულზე იქნება აყვავებული." - აცხადებს ბაჩანა...
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გორის სამედიცინო-სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალ შენობაში დარღვევები აღმოაჩინეს. კომპანია ,,თელა" იძულებული გახდა ფასადზე გაკრული მასალის დემონტაჟი მოეხდინა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ,,საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასადზე ხის ფაქტურის კომპაქტ-ლამინატი, რაც ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს, რის გამოც აღნიშნული სამუშაოები შევასრულეთ ხის მასალითჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული სამუშაოები შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ არ ჯდება ტიპიური პროექტით...
2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 107 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. მათ შორის არის სოფელ ჩუმლაყში ორი შიდა საუბნო გზა: საბავშვო ბაღისკენ მიმავალი გზა და ე.წ. კოშკის უბნის მიმდებარე გზა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 374 744 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის...
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია თანამდებობიდან გაათავისუფლა. დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მის ნაცვლად თანამდებობაზე ომარ ბგანბა დაინიშნა, რომელიც 2016 წლიდან დღემდე გულრიფშის ე.წ. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. თემურ ნადარაია გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსად დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2014 წელს დანიშნა. ის არის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის ვეტერანი. „სამხედრო დამსახურებისთვის“...
წინა სტატია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპრივატიზებო რუკის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტში 4 ადგილის პრივატიზება იგეგმება. უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში საპრივატიზაციო ნუსხაში შევა 5 743 კვ.მ ფართობი, რომლის სავარაუდო დანიშნულებაა სამრეწველო ან სასაწყობე ობიექტის მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასია 86 145 ლარი. საპრივატიზებო ადგილების რუკაზე ასევე მონიშნულია ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე 7 313 კვ.მ ფართობის, რომლის დანიშნულებაც სამრეწველო...
დღეს, 6 დეკემბერს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე განცხადებას ავრცელებს. შალამბერიძე მოქალქეებს ძალადობის პროვოცირებისგან თავის შეიკავებისკენ მოუწოდებს და  კანონის ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების შესახებ აფრთხილებს. "დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივმართო. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ლაგოდეხში 325 აბონენტს სასმელი წყლის მრიცხველზე დარიცხული გადასახადი ჩამოეწერა. ამის შესახებ სპექტრი წერს.  გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ მოსახლეობას პირადად გააცნო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით რამდენიმე თვის წინ, ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. სალიცენზიო პირობების დარღვევად კომისიამ მიიჩნია გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემებში...
თბილისის მერია ქალზე ძალადობის 16-დღიან ყოველწლიურ მსოფლიო კამპანიას უერთდება. "დედაქალაქის მერია კვლავ უერთდება ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან ყოველწლიურ მსოფლიო კამპანიას. ამჯერად აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში და გაჩერებებზე გაიმართება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხმა აღიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები.  აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდება", - აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ცნობით,...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თითოეული სოფლის სასმელი წყლით მომარაგების გეგმა განიხილეს. ინფორმაციას გამოცემა სპექტრი ავრცელებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს თინათინ ძაბილაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბექა ფეიქრიშვილთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: 1000 ტონიანი რეზერვუარები მოწყობა პალდოში, წიწმატიანში, დუზაგრამაში, თულარში, კაზლარში,...
5 დეკემბერს ხმაური იყო ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატის ენზელ მკოიანის ბიუროში. აბულის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას, გზის მოასფალტებას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. დეპუტატის ბიუროში შეხევდრას, ახალქალქის მერი იური უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანიც ესწრებოდა. „აბული ქალაქიდან ყველაზე შორი დასახლებაა. ჩვენთან ყველაზე დიდხანს გრძელდება ზამთარი, არ გვაქვს ბუნებრივი აირი, გათბობა რომ გვინდა მეზობელ სოფელში,...
5 დეკემბერს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა, ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მოსართავად რკინის კონსტრუქცია დადგეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ახალი ნაძვის ხე, ქალაქის ცენტრალურ პარკში, მესხეთის თეატრის წინ დამონჯაჟდება. „ნაძვის ხე 16 მეტრია, დღეს დავდგამთ კარკასს. მორთვა სხვა კომპანიას დაევალება. წიწვები და სათამაშოები ერთად უნდა აიწყოს. ამას გააკეთებს ის, ვინც მორიგ ტენდერში გაიმარჯვებს“,- გვითხრა შპს „კეთილმოწყობის“...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორ დაცლილ სოფელში, გვერდის უბანსა და ვარდევანში, სადაც მხოლოდ შვიდი ოჯახი ცხოვრობს მზის ელექტროსადგურები დადგეს. ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გუჯარეთის ხეობის, ორი სოფლის მცხოვრებლები ელექტოენერგიას პირველად მიიღებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება დაახლოებით 100 000 ლარი დაჯდა. "ამიერიდან ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ. ხეობის სოფლები დიდი ხანია...
"უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს", - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა. ნათია თურნავას განცხადებით, წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი დანერგვით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით...
ოპოზიცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ლოზუნგია „ყველა ერთის წინააღმდეგ“. ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან ცენტრალური პარკიდან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტის პარალელურად, აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა მოხდეს არჩევა. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არც აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩატარდება პროპორციული წესით არჩევნები. ამ აქციით თორნიკე რიჟვაძეს ვეუბნებით, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის და გადაწყვეტილება...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტენდერის გზით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისში პირველად განხორციელდა, რადგან ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებენ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად N73 და ბაგა-ბაღ "ხუთკუნჭულაში" იმყოფებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა. „სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ