2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 107 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. მათ შორის არის სოფელ ჩუმლაყში ორი შიდა საუბნო გზა: საბავშვო ბაღისკენ მიმავალი გზა და ე.წ. კოშკის უბნის მიმდებარე გზა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 374 744 ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.
სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანია “ბლექს სი გრუპმა” შეასრულა.