გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გალაკტიონის ხეივანი ეწყობა

1029

გორისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გალაკტიონის ხეივანი ეწყობა. სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები აწარმოებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

გამოცემის ცნობით, იდეა ორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბაჩანა გვიანიშვილს ეკუთვნის:

,,ეს იდეა მე მეკუთვნის, ფაქტობრივად, ჩემი წარმოდგენით კეთდება. რა თქმა უნდა, პროექტი შეთანხმებულია ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, რათა არ მომხდარიყო ძეგლის იერსახის დამახინჯება. ყვავილები ძირითადად ბუნებრივია და გაზაფხულზე იქნება აყვავებული.” – აცხადებს ბაჩანა გვიანიშვილი.

ხეივანი იმ ბილიკს დაამშვენებს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, გორისციხის სარეაბილიტაციო გეგმის ფარგლებში, ციხეს გარშემო უვლის.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს. გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. — გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933 წელი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წელი). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში.