რა გაკეთდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად 2020 წელს

897

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თითოეული სოფლის სასმელი წყლით მომარაგების გეგმა განიხილეს. ინფორმაციას გამოცემა სპექტრი ავრცელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს თინათინ ძაბილაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბექა ფეიქრიშვილთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდება:

1000 ტონიანი რეზერვუარები მოწყობა პალდოში, წიწმატიანში, დუზაგრამაში, თულარში, კაზლარში, ლამბალოში, ქეშალოსა და მუღალნოში – 80 000 ლარი;

სოფელ თულარში და სოფელ კაზლარში სასმელი წყლის მაგისტრალისა და საუბნო ონკანების მოწყობას 450 000 ლარი მოხმარდება;

სოფელ თოხლიაურში სათავე-ნაგებობიდან სოფლამდე სასმელი წყლის მილის მოწყობისთვის 75 000 ლარი დაიხარჯება;

“ნასადგომარიდან” წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-550 000 ლრი;

კოსტავას ქუჩაზე კორპუსებთან სასმელი წყლის ავზის მოწყობა-50 000 ლარი;

სოფელ გომბორის წყალმომარაგება-85 000 ლარი;

სოფელ მზისგულში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები-75 000 ლარი;

სოფელი დიდი ჩაილურში 50 მ.კუბ. ტევადობის სასმელი წყლის ავზის შეძენა-მონტაჟი-25 000 ლარი;

სოფელ ნინოწმინდაში ბასეინთან არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია-10 000 ლარი; სოფელ ნინოწმინდაში “მირმელაანთ” წყლიდან სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, ძველი სათავედან წყლის გადმოყვანა (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ წყაროსთავში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა ე.წ ბებერ წყლებთან რეზერვუარით-55 000 ლარი;

სოფელ პატარძეულში სტადიონთან სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარით-80 000ლარი, 3 ჭაბურღილის მოწყობა დამატებით-(თანხა დასაზუსტებელია); სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის ამქაჩი ტუმბოების მოწყობა-80 000 ლარი; წყლის სისტემების რეაბილიტაცია-142 300 ლარი;

სოფელ მანავში 2 რეზერვუარის მოწყობა, ბურდიანში ჭაბურღილის მოწყობა. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ კაკაბეთში ე.წ.საბას წყალზე მილების ამოცვლა. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ სათაფლეში სასმელი წყლის ჭაბურღილის რეაბილიტაცია. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ პატარა ჩაილურში სასმელი წყლის დაქსელვა. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ უჯარმაში ახალი წყალშემკრების მოწყობა. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ სოფელ წყაროსთავში ერთი, დამატებითი ჭაბურღილის მოწყობა. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ შიბლიანში ჭაბურღილის მოწყობა. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ ყანდაურაში წყლის გამოყვანა-დაქსელვა. (თანხა დასაზუსტებელია);

სოფელ ვერხვიანში სათავე-ნაგებობის შემოღობვა. (თანხა დასაზუსტებელია).