საქართველოში საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდის და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის დონის ამაღლების მიზნით, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ტვ9 ნიუსი წერს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, მერძეულ და მეხორცულ სექტორში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარია. განაცხადის შევსების ფორმასთან და საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით დეტალები იხილეთ აქ.
კონკურსი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარატმენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და...
გლდანის რაიონში 15 მისამართზე სხვადასხვა ჯიშის 180 ფოთლოვანი ხე დაირგო.
გამგეობის ინფორმაციით, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, აფხაიძის ქუჩაზე N7-N9, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N2 , მეოთხე ბ მიკრორაიონის N29, N35, N42 – N43 კორპუსების ასევე, მესამე მიკრორაიონის N19 და გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N21-N22, მეშვიდე მიკრორაიონის N17 ვ, მეხუთე მიკრორაიონის სკვერში, მეოთხე მიკრორაიონის N92ა - N92 ბ, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსების...
ბორჯომმა და ბაკურიანმა ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიიღო. 2020 წელს ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები ჩამოვლენ.
ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტებისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივნისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.
2020 წლის თებერვალში ბორჯომ–ბაკურიანში ოფიციალური ვიზიტით ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები ჩამოვლენ.
სეოკ-მა ფესტივალის...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებას, კონტრაქტორი კომპანიის „გამოწვევებით“ ხსნის. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ავტონომიის მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაჩქარდეს.
“ხულო-ზარზმის გზასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და ტურისტების შენიშვნები მიღებულია. მერწმუნეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ კონკრეტული ქმედებები არ გაგვეხორციელებინა ამ პროექტთან მიმართებაში. შევძელით ის, რომ ზაფხულში კონტრაქტორმა დაიწყო...
კრწანისის რაიონს სამი რეკრეაციული სივრცე შეემატა. მათგან ერთი ფონიჭალაში, სადგურის ქუჩის N57-ის მიმდებარედ, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 4 000 კვ. მეტრზე მოეწყო, მეორე - გორგასლის ქუჩის N75-ის მიმდებარედ, ხოლო მესამე - ამავე ქუჩის N39-თან, ნაგავსაყრელად გამოყენებულ ტერიტორიაზე განთავსდა. გორგასლის ქუჩაზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცეების ჯამური ფართობი 1000 კვ. მეტრია.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამივე რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი და გარე...
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა, ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი “რაუას მწვანე სივრცე” გახსნეს.
საქართველოსადმი მიძღვნილ სკვერში გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. “რაუას მწვანე სივრცე”, საქართველოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობის მისამართის, ნარვა მანტეს 20 ნომრის სიახლოვეს სიმბოლურად შეირჩა, რადგან სასტუმრო „როომა“, სადაც წარმომადგენლობა...
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ყურუას და შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს იგორ ღურჯიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით,...
ქალაქ ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტრთან, ეკატერინე გალდავასთან და ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ჭიათურაში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი წლებია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია...
პარლამენტთან აქციაზე დღეს 12 პირი დააკავეს. შინაგან საქმეტა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.
„პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, - აცხადებენ შსს-ში.
ინფორმაციისთვის, "ახალი საქართველოს"...
ბათუმში, მეჯინისწყლისა და ხახულის მდინარეებზე შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც კომპანია "ბათუმის წყალში" აცხადებენ, სპეცტექნიკის მეშვეობით მდინარეებიდან შლამის ამოღება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, მისი გაღრმავება და გაფართოება მოხდება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუხსნის დატბორვისა და სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობის პრობლემას.
მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა...
სტატიის გაგრძელება
ა(ა)იპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა მოამზადა პროექტი, რომელიც განსაზღვრავს, მოქალაქეებისთვის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის ღირებულებას. პროექტი ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ საკრებულოს წარუდგინა, სადაც დეპუტატები ააიპ-ების ხელმძღვანელი პირებისგან წლის შემაჯამებელ ანგარიშებს ეტაპობრივად ისმენენ.
პროექტის მიხედვით, განსხვავებული ფასები იქნება საქართველოს და უცხო ქვეყნის მოაქალაქეებისთვის. შეღავათებია დაწესებული მოქალაქეთა ნაწილისთვის.
კერძოდ, პროექტის თანახმად: სოციალურად დაუცველებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, 10 წლამდე...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ადვოკატს რომ ვუსმენ, ილია ჯიშკარიანს დაცვის უფლება დარღვეული აქვს, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორმა განაცხადა. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.
ამაზე ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა უპასუხა, რომ ჯიშკარიანს კომპეტენტური იურიდიული განათლების მქონდე ადვოკატი იცავს.
„თქვენი მითითებები საჭირო არ არის, კოლეგიალობის ზღვარს ნუ გადახვალთ“, - მიმართა ადვოკატმა პროკურორს.
ბრალდების განცხადებით, სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად არ უნდა სცნოს, ვინაიდან ის...
დრო თუ მექნება,14 დეკემბერს აქციაზე შეიძლება წავიდე, ეს აქცია უკავშირდება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებას საჯარო მოხელეების აქციაზე მობილიზება არ სჭირდება. " უარვყოფ შეფასებებს საჯარო მოხელეების აქციისთვის მობილიზაციასთან დაკავშირებით. აქცია თავისუფალია და ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებს შეუძლიათ დასწრება,"-აცხადებს ცქიტიშვილი.
ენერგოომბუდსმენის აპარატმა შპს „ბათუმის წყლის“ მიმართ არსებული ხანდაზმული დავალიანებების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა დაიწყო.
აპარატის ცნობით, პირველი შეხვედრა ბონი გოროდოკის ტერიტორიული ერთეულის სერვისცენტრში შედგა, სადაც თავი მოიყარა აღნიშულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა.
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მომხმარებლებთან შეხვედრის მიზნით ბათუმში იმყოფება თანაშემწეებთან ერთად. მოქალაქეთა მობილიზება ბონი გოროდოკის სერვისცენტრის მენეჯერის ანზორ დავითაძის ჩართულობით მოხერხდა. კონსულტაციებისა და განცხადებების მიღების პროცესს ენერგოომბუდსმენის ბათუმის ოფისის წარმომადგენელი ბექა სიორდია ხელმძღვანელობს.
დღესვე ენერგოომბუდსმენის აპარატს მასობრივად მიმართა მოქალაქეთა ჯგუფმა შპს...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არასწორს უწოდებს 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისთვის კონტრაქციის დარქმევას.
„არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. მოსახლეობას ნუ მიაწოდებთ არასწორ ინფორმაციას, არანაირ კონტრაქციაზე არ არის საუბარი. საქართველო ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის მერე ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა და მიღწევები და ის, რომ ჩვენ გავხდით თავმჯდომარე ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გაიმართება...
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის არის ის, რომ პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.
'პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































