ახალციხელი ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

534

საქართველოში საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდის და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის დონის ამაღლების მიზნით, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ტვ9 ნიუსი წერს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, მერძეულ და მეხორცულ სექტორში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარია. განაცხადის შევსების ფორმასთან და საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით დეტალები იხილეთ აქ.

კონკურსი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარატმენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და Land O’Lakes International Development Georgia (Venture37)-ის მიერ განხორციელებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში გაიმართება.

დაინტერესებულ პირებისთვის, რეგიონებსა და თბილისში SQIL-ი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს. ახალციხეში შეხვედრა 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.