ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

631

ბორჯომმა და ბაკურიანმა ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიიღო. 2020 წელს ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები ჩამოვლენ.

ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტებისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივნისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.

2020 წლის თებერვალში ბორჯომ–ბაკურიანში ოფიციალური ვიზიტით ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები ჩამოვლენ.

სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC -ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს.