პარლამენტთან აქციაზე დღეს 12 პირი დააკავეს. შინაგან საქმეტა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.
„პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, – აცხადებენ შსს-ში.
ინფორმაციისთვის, “ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე.
დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი და იურიდიულმა კომიტეტმა მათგან 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი. ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაა დარჩენილი.
ეს მოსამართლეები არიან: მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ქეთევან ცინცაძეს და ალექსანდრე წულაძეს.
რეკომენდაცია არ გაუწიეს მხოლოდ: თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძე, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს.
სწორედ უვადო მოსამართლეებისთვის მხარდაჭერის გასაპროტესტებლად დაიგეგმა დღეს დილიდან პარლამენტის წინ აქცია და პიკეტირება.