ცქიტიშვილი: დრო თუ მექნება, 14 დეკემბერს აქციაზე შეიძლება წავიდე

765

დრო თუ მექნება,14 დეკემბერს აქციაზე შეიძლება წავიდე, ეს აქცია უკავშირდება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებას საჯარო მოხელეების აქციაზე მობილიზება არ სჭირდება. ” უარვყოფ შეფასებებს საჯარო მოხელეების აქციისთვის მობილიზაციასთან დაკავშირებით. აქცია თავისუფალია და ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებს შეუძლიათ დასწრება,”-აცხადებს ცქიტიშვილი.