ენერგოომბუდსმენის აპარატმა შპს „ბათუმის წყლის“ მიმართ არსებული ხანდაზმული დავალიანებების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა დაიწყო.
აპარატის ცნობით, პირველი შეხვედრა ბონი გოროდოკის ტერიტორიული ერთეულის სერვისცენტრში შედგა, სადაც თავი მოიყარა აღნიშულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა.
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მომხმარებლებთან შეხვედრის მიზნით ბათუმში იმყოფება თანაშემწეებთან ერთად. მოქალაქეთა მობილიზება ბონი გოროდოკის სერვისცენტრის მენეჯერის ანზორ დავითაძის ჩართულობით მოხერხდა. კონსულტაციებისა და განცხადებების მიღების პროცესს ენერგოომბუდსმენის ბათუმის ოფისის წარმომადგენელი ბექა სიორდია ხელმძღვანელობს.
დღესვე ენერგოომბუდსმენის აპარატს მასობრივად მიმართა მოქალაქეთა ჯგუფმა შპს „ბათუმის წყლის“ მიმართ არსებული ხანდაზმული დავალიანებების შესახებ. განცხადებების მიღების პროცესი აქტიურად გაგრძელდება პრობლემის საბოლოო ამოწურვამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულია დავალიანება, რომელიც წარმოშობილია სამი და მეტი წლის წინ. აღნიშული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს ენერგოომბუდსმენის სამსახურს და მოითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხული დავალიანების ჩამოწერა.