გლდანის რაიონში 15 მისამართზე სხვადასხვა ჯიშის 180 ფოთლოვანი ხე დაირგო.
გამგეობის ინფორმაციით, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, აფხაიძის ქუჩაზე N7-N9, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N2 , მეოთხე ბ მიკრორაიონის N29, N35, N42 – N43 კორპუსების ასევე, მესამე მიკრორაიონის N19 და გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N21-N22, მეშვიდე მიკრორაიონის N17 ვ, მეხუთე მიკრორაიონის სკვერში, მეოთხე მიკრორაიონის N92ა – N92 ბ, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსების მიმდებარედ ხეები დაირგო. მცენარეების დარგვა გლდანულას N2-N2 ა, N3-N3ა, გობრონიძის ქუჩაზე და სოფელ გლდანში 26 მაისის რეაბილიტირებულ სკვერში განხორციელდა.
ასევე, ხიზაბავარის ქუჩა N47-ის მიმდებარედ. რაიონში სხვადასხვა ფოთლოვანი ხე – ჭადარი, ნეკერჩხალი, არღავანი და ტყემალი დაირგო.
“აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 68 839 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ხეების დარგვა ჯამში, 24 მისამართზე განხორციელდა და 360 ხე-მცენარე დაირგო”, – განმარტავენ გლდანის რაიონის გამგეობაში.