მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვას 49 150 ლარად გეგმავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 6 დეკემბერს, გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაში შედის საკონცერტო სცენის, განათებების და გახმოვანების მოწყობა, 4 წუთიანი ფოიერვერკი ახალი წლის ღამეს, დრამების 30 წუთიანი პროგრამა კოსტუმირებული შოუთი, „ცეცხლოვანი პროგრამა“ არანაკლებ 10 წუთის განმავლობაში, სანტას და ელფების კოსტუმების...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, აუცილებელია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ოფისების თვალსაზრისით არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. საკრებულოს თავმჯდომარემ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ შანავას ანგარიშის მოსმენაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული ხედვა შემუშავდეს. თენგიზ შანავას ინფორმაციით, 14 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ოფისი საერთოდ არ აქვს. იმ სოფლებშიც კი, სადაც არის, ძირითადად სარემონტოა. როგორც...
88 მომხრე, 1 წინააღმდეგი - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2 დეკემბერს სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ "ქართუ" ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში, 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების...
2020 წლის 1 იანვრიდან სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება. "GWP-ს" ინფორმაციით, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. "სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან ამ ტიპის საოჯახო სასტუმრებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით...
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, 2019 წელთან შედარებით აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 7 890 900 ლარით, 2,3%-ით გაიზარდა და 350 094 700 ლარი შეადგინა. „მომავალი წლის ბიუჯეტი 15 ხმით დამტკიცდა. ბიუჯეტს მხარი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301 250 000 მლნ.ლარს შეადგენს. წინა წელთან...
14 დეკემბერს თბილისში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა კონტრაქციას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თემურ ბუწაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო მოხელეებს წინასწარ დაორგნიზებულ საპროტესტო აქციაზე წასვლას აიძულებს. ამის შესახებ სპექტრი წერს. ბუწაშვილის თქმით, ის, ვინც თბილისში წასვლაზე უარს იტყვის, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ხელისუფლება თითო ნაბიჯს დგამს სამოქალაქო დაპირისპირების შესაქმნელად. „წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება საჯარო მოხელეებზე. აქციაზე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ გააკრიტიკა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მისი თქმით, როცა მერიის წარმომადგენლები გადიან სოფლებში შეხვედრებზე, ამ რაიმე ღონისძიებაა, ხშირად არ ხდება სოფლის მაჟორიტარების ინფორმირება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ბესიკ ჭეჟიამ ამ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა მერიის წარმომადგენლებს, რომლებიც ანგარიშის მოსმენას ესწრებიან საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ერთ-ერთმა მათგანმა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა, ლორა ქობალიამ საპასუხოდ განმარტა, რომ ინფორმირება...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მეწყერის შედეგად 450 ოჯახია დაზარალებული. ასახლებას აქედან 166 საჭიროებს. განაცხადა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენაზე. მისი თქმით, 2013 წლიდან, მთავრობამ დაიწყო მაღალი ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. შედეგად, ახალი ფართი 33-მა ოჯახმა უკვე მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  თენგიზ შანავას თქმით, მეწყრის პრობლემა ძირითადად 12 სოფელში აქვთ. განსაკუთრებით ყულიშკარსა და ჯიხაშკარში....
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მანათობელი ფიგურის კონსტრუქციის (მე მიყვარს ქუთაისი) დამზადება იგეგმება. სამუშაოებისათვის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 10 500 ლარს გადაიხდის. ელექტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყებს და 18-ში დასრულდება. ესკიზის მიხედვით, კონსტრუქცია, დაახლოებით, 1, 25 მეტრის სიმაღლის და 14 მეტრის სიგანის უნდა იყოს. კონსტრუქციაზე სიმბოლურად გვირილის გამოსახულებაც იქნება.
წინა სტატია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი წარუდგინა. არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, თეიმურაზ ზავრაშვილი დიდი გამოცდილების მქონე კადრია. ინფორმაციას სპრქტრი ავრცელებს. „ბატონი თემურ ზავრაშვილი დაინიშნა მერის პირველ მოადგილედ, სიმონ ქოჩორაშვილმა დაიკავა მოადგილის პოზიცია. ამის შემდეგ ყველა ერთ გუნდად ვიმუშავებთ და უფრო ოპერატიულები ვიქნებით. ცვლილებაა ის, რომ თუ აქამდე ადმინისტრაციული სამსახური, მანამდე ჩემს დაქვემდებარებაში იყო, ახლა ეს მოვალეობა...
გურჯაანში საახალწლო ღონისძიებებისთვის და განათებებისთვის 95 500 ლარამდე თანხა დაიხარჯება. მუნიციპალური კულტურის ცენტრს ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. პირველია სასცენო გადახურვისა და სცენის მოწყობის სამუშაოები, ასევე შესაბამისი ტექნიკის მონტაჟი, ხმის რეჟისორის, მისი ასისტენტისა და განათების რეჟისორის მომსახურება. ამისთვის სატენდერო  17 800 ლარს შეადგენს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მეორე ტენდერი 77 700 ლარზეა გამოცხადებული. ეს მოიცავს დიჯეის მომსახურებას 25 დეკემბერს 20 :30 სთ-დან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მერიაში განმარტავენ, რომ შორენა ნადაშვილი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. "შორენა ნადაშვილმა პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა. ამ ეტაპზე მის მაგივრად აღნიშნულ პოზიციაზე ჯერ არავინ დანიშნულა. აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, მანამდე კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობას ლევან წინწალაშვილი შეასრულებს”,- განაცხადეს გურჯაანის მერიაში. შორენა ნადაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის...
დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერმა გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, განხორციელებული მასშტაბური პროექტების მიუხედავად, დედაქალაქში კვლავ არაერთი პრობლემაა, რომელთა მოგვარებას დედაქალაქის მთავრობა, 2020 წლიდან, გაზრდილი ბიუჯეტით გააგრძელებს. დიდუბის რაიონის...
ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე დაახლოებით სამი თვეა ასფალტი ამოთხრილია, დაზიანებული ცხაურების გამო კი მძღოლებს გადაადგილება უჭირთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭერ წერს. „შეცვალონ ან გამაფრთხილებელი ნიშანი დადგან. ჩანგრეულ რკინებს გვერდს ვერ აუვლი. რამდენიმე მანქანას საბურავიც გაუსკდა“, – ამბობს მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები არტურ სარუხანიანი. ადგილობრივების თქმით, დაზიანებულ ცხაურებთან ერთად, პრობლემაა გადათხრილი ქუჩაც: „წყლის მილები იყო დაზიანებული ამოთხარეს, მილები გააკეთეს, მაგრამ ასფალტს არ აგებენ...ასფალტის დასაგებად ხრეში...
რას უპირებს ბათუმის მერია ბათუმის სავიზიტო ბარათად ქცეულ თევზის ბაზარს? დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ქალაქის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ სხვადასხვა ვერსია განიხილება. მათ შორისაა გადატანა, ან რეკონსტრუქცია. ამის შესახებ სიუჯეტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. ბათუმის მერიაში, ჯაბა ტუღუში ირწმუნება, რომ კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა კერძო მესაკუთრე ამბობს, რომ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. სხვათა შორის საკრებულოს უკვე მეორე სხდომაა დეპუტატები...
სამგორის რაიონში, მესამე მასივში, კიდევ ერთი ახლადმოწყობილი სკვერი გაიხსნა. :მესამე მასივის მეათე კვარტალში, N20 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელ სივრცეში საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, სკამები და ურნები განთავსდა. გარდა ამისა, სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოიხატა სკვერთან არსებული კედელი", - განმარტავენ გამგაობაში. მათივე ცნობით, პროექტის შესრულებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 53 221 ლარი გამოიყო. სამუშაოები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ