გურჯაანის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

624

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერიაში განმარტავენ, რომ შორენა ნადაშვილი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

“შორენა ნადაშვილმა პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა. ამ ეტაპზე მის მაგივრად აღნიშნულ პოზიციაზე ჯერ არავინ დანიშნულა. აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, მანამდე კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობას ლევან წინწალაშვილი შეასრულებს”,- განაცხადეს გურჯაანის მერიაში.

შორენა ნადაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას 2018 წლის მარტის თვიდან იკავებდა.