ნიკა მელიას და აკაკი ზოიძეს პარლამენტის დეპუტატობა შეუჩერდათ

802

88 მომხრე, 1 წინააღმდეგი – “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2 დეკემბერს სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ “ქართუ” ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში, 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა.

ასევე დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა “ქართული ოცნების” წევრს აკაკი ზოიძეს.

ცნობისთვის, აკაკი ზოიძემ პარლამენტს დეპუტატის მანდატის შეწყვეტის თხოვნით თავად მიმართა. მან პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანომ 2020 წელს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტი ჩააგდო.