მე მიყვარს ქუთაისი -ნიკეას ქუჩაზე მანათობელი კონსტრუქცია მოეწყობა

885

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მანათობელი ფიგურის კონსტრუქციის (მე მიყვარს ქუთაისი) დამზადება იგეგმება. სამუშაოებისათვის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 10 500 ლარს გადაიხდის.

ელექტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყებს და 18-ში დასრულდება.

ესკიზის მიხედვით, კონსტრუქცია, დაახლოებით, 1, 25 მეტრის სიმაღლის და 14 მეტრის სიგანის უნდა იყოს.

კონსტრუქციაზე სიმბოლურად გვირილის გამოსახულებაც იქნება.