წინა სტატია მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, 9 მარტისა და დედაენის ბაღების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი   დენდროლოგიური სამუშაოების ჩათვლით, გაზაფხულზე დასრულდება.   "პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ასფალტის ბოლო ფენები დააგეს. მოასფალტების შემდეგ კი უკვე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პროექტით...
9 მარტის პარკის და „დედაენის ბაღის“ დენდროლოგიური პროექტები 8 იანვრიდან განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, გაზაფხულზე ორივე პარკი მთლიანად დასრულებული და განახლებული იქნება. „მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ბოლო ფენები დაააგეს, მოასფალტდა. უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი გადაადგილება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად დამთავრებულია...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს, თუმცა საკრებულოს წევრად მაინც რჩება. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო. "ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამჯერად სამუშაოები თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის დაგება ხდება. მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ დაათვალიერეს. 2019 წელს ზუგდიდში 12 მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზო კეთილმოეწყო, რასაც 1,3 მილიონი ლარი...
დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეეძლებათ. „დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, გამგეობებს გამოყოფილი აქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ. ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი ჩამოდის რეგიონებიდან, ვისაც თავისი ნაწარმოები პროდუქცია ჩამოაქვს. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონრეტულ...
2019 წლის 9 თვეში თბილისის 10-მა გამგეობამ ჯამში მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის 4 794 798 ლარი დახარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობებმა 2019 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ქირით ჯამში 1782 ოჯახი უზრუნველყო, აქედან აღნიშნულ პერიოდში საკუთარ საცხოვრისს 57 ოჯახი დაუბრუნდა ან კომპენსაციით დაკმაყოფილდა. „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, სამგორის რაიონის გამგეობამ ქირით 219 ოჯახი უზრუნველყო და...
თამარ მეფის ხიდის პანდუსის პროექტი რამდენიმე დღეში დასრულდება, მოწესრიგდება და ავტომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. „პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებდა კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარების მოწყობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდების, ახალი გარეგანათების ქსელის მოწყობით სამუშაოებს....
„თბილსერვის ჯგუფმა“ მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ფინანსთა სამინისტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ცნობით, სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მერიის ინფორმაციით, ავლაბრის მიწისქვეშა გადასასვლელში, გარე პარაპეტები, ჩასასვლელები და გვირაბის კედლები ქართული აგურით მოპირკეთდა; მოეწყო დეკორატიული მოაჯირები და დამწვარი გრანიტის საფეხურები; გორგასლის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში შეკეთდა და გამოიცვალა ბაზალტის ფილები; ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი აღიჭურვა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით და ანტივანდალური...
ბათუმში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა.  ევროპის მოედანზე ექიმები და ოპოზიციური პარტიების წევრები შეიკრიბნენ. მათ ხელში პლაკატები უკავიათ შემდეგი წარწერებით: „ვაჟა ექიმი გმირია", „თავისუფლება ვაჟა ექიმს", „ექიმის პროფესიას საზღვარი არა აქვს", „დამიბრუნე ჩემი ქვეყნის ტერიტორიები", „რუსეთი ოკუპანტია". „ევროპის მოედანზე“ შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ექიმის უფლებების დაცვა ვერ ხერხდება, რის გამოც ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაშია. „ჩვენ დღესაც და ხვალაც სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბებით,...
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ხიზაბავრის) საგზაო სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაობის შედეგად, 1 710 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, ასფალტის საფარი კი დაახლოებით, 17 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი და ბორდიური. „აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა, რის შემდეგაც,...
საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ მოსახლეობას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა საბურთალოს გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი თბილისისთვის, რადგან ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. 1,3 მილიარდია გამოყოფილი, რომელიც, რა თქმა...
სტატიის გაგრძელება პარლამენტის რიგგარეშე სხდომისას ტრადიციისამებრ პარლამენტის შენობის პიკეტირებაა დადგმილი. ოპოზიციონერი ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია კი ბათუმში კვირას, 14:00 საათზე არის დანიშნული. ამის შესახებ ოპოზიციის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, პარლამენტის მორიგი პიკეტირება გაიმართება. "შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოში დღევანდელი აქციის მონაწილეების სურვილი სამუშაო ვითარებაში საუბარი არ იყო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "დილიდან გამოვყავით ოთახი, თუ ჰქონდათ სამუშაო ვითარებაში შეხვედრის სურვილი, მზად ვიყავით, ამის ორგანიზება გაგვეკეთებინა. ამის შემდეგ ვნახეთ, რა იყო მათი მიზანი, მათ უნდათ მოაწყონ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები, არეულობები. ადამიანები შეიჭრნენ ერეკლე კუხიანიძის ოთახში. ერთია, რომ არ იყო ერეკლე კუხიანიძის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე და „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ხვდებიან. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო და საკრებულოს გადაწყვეტილებით არ ესწრებიან ჟურნალისტები. როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. შეხვედრის დაწყებამდე კი საკრებულოში „ქართული ოცნების" წევრებსა და პარლამენტის ოპოზიციის წევრებს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მაშინ როცა ელენე...
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომლის თანახმად დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა იმსჯელონ. დავითულიანი ჟურნალისტებთან არ აკონკრეტებს, თუ როდის იმსჯელებენ ამ საკითხზე. რაც შეეხება კუხიანიძისთვის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ბექა დავითულიანის თქმით, კუხიანიძეს უფლებამოსილებას ვერავინ შეუწყვეტს მისი პირადი განცხადების გარეშე, „აქ საუბარია თანამდებობაზე". ამასთან, დავითულიანი ოპოზიციის წევრებთან, ხატია დეკანოიძესთან და ელენე ხოშტარიასთან შეხვედრას ითხოვს. „ორი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის საკრებულოს შენობაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის კაბინეტთან გადაინაცვლეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტყემალაძესთან შეხვედრა სურთ, თუმცა, ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა. ოპოზიციის წარმომადგენლებთან მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი, რომელმაც განუმარტა მათ, რომ გიორგი ტყემალაძეს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩართვა აქვს და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ