თამარ მეფის ხიდის პანდუსის პროექტი რამდენიმე დღეში დასრულდება და ავტომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი

718

თამარ მეფის ხიდის პანდუსის პროექტი რამდენიმე დღეში დასრულდება, მოწესრიგდება და ავტომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებდა კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარების მოწყობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდების, ახალი გარეგანათების ქსელის მოწყობით სამუშაოებს. ახლა ბოლო ეტაპი მიმდინარეობს ამ სამუშაოების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო აქ გადაადგილება. მნიშვნელოვანიც იყო და საჭიროც ამ პროექტის განხორციელება. იყო ავარიულ მდგომარეობაში და ერთ -ერთი პრიორიტეტი იყო ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენთვის. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად მოწესრიგებულია ეს ნაწილი, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს,“ – განაცხადა კალაძემ.