8 იანვრიდან 9 მარტის პარკის და „დედაენის ბაღის“ დენდროლოგიური პროექტები განახლდება

911

9 მარტის პარკის და „დედაენის ბაღის“ დენდროლოგიური პროექტები 8 იანვრიდან განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გაზაფხულზე ორივე პარკი მთლიანად დასრულებული და განახლებული იქნება.

„მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ბოლო ფენები დაააგეს, მოასფალტდა. უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი გადაადგილება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად დამთავრებულია სამუშაოები. ამ პროექტის მეორე ფაზა ეს არის დენდროლოგიური პროექტები 9 მარტის ბაღის და „დედაენის ბაღის“. ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრებულია, ახლა მიმდინარეობს თვითონ ხიდების გარე მოპირკეთებითი სამუშაოები. ასევე, დასრულებულია „დედაენის ბაღისა“ და 9 მარტის პარკის დამაკავშირებელი გვირაბის სამუშაოები,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტები 7.5 ლარი ჯდება.