ბათუმში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე ექიმები და ოპოზიციური პარტიების წევრები შეიკრიბნენ. მათ ხელში პლაკატები უკავიათ შემდეგი წარწერებით: „ვაჟა ექიმი გმირია”, „თავისუფლება ვაჟა ექიმს”, „ექიმის პროფესიას საზღვარი არა აქვს”, „დამიბრუნე ჩემი ქვეყნის ტერიტორიები”, „რუსეთი ოკუპანტია”.
„ევროპის მოედანზე“ შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ექიმის უფლებების დაცვა ვერ ხერხდება, რის გამოც ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაშია.
„ჩვენ დღესაც და ხვალაც სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბებით, რადგან ექიმი ავადმყოფის სამკურნალოდ გადავიდა ე.წ. საზღვარზე. ვაჟა ექიმი ყველა ჩვენგანის ნაცვლად ზის ციხეში, მას ვაწვდით სიგნალს, რომ ნებისმიერი მზად ვართ ჩავანაცვლოთ იგი ცხინვალის იზოლატორში“, – განაცხადა ბსუ-ს პროფესორმა და ტრავმატოლოგმა, კახაბერ ქაშიბაძემ.