საკრებულოს შენობაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა

720

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოს შენობაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის კაბინეტთან გადაინაცვლეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ისინი აცხადებენ, რომ მათ ტყემალაძესთან შეხვედრა სურთ, თუმცა, ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი, რომელმაც განუმარტა მათ, რომ გიორგი ტყემალაძეს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩართვა აქვს და ამის შემდეგ შეძლებდა მათთან გასაუბრებას.

ამ შელაპარაკების დროს ადგილზე ვითარებაზე დაიძაბა. ელენე ხოშტარიამ ბექა დავითულიანს მიმართა, რომ „საკრებულოდან გააგდონ ერეკლე კუხიანიძე“, ბექა დავითულიანმა კი მათ განუცხადა, რომ „ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვის როდის გააგდებენ“.

საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს გიორგი ტყემალაძის კაბინეტის ტერიტორია.