გორის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. ეს ფართობი სოფლის საკუთრებაში იყო და მიწის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივებზე განაწილდა. ჯარიაშენის მოსახლეობა ამ ფართობს საძოვრებად იყენებდა. აქციის მონაწილეების თქმით, 30 ჰექტარი საძოვარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ამ პირობებში დარჩენილი ფართობი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მათი თქმით, თუ საძოვარი არ ექნებათ, იძულებულები გახდებიან პირუტყვი გაყიდონ. ახლა კი მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ...
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ - ფარგლებში ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის ახალი საზედამხედველო ფუნქციების პრაქტიკაში დანერგვას.  საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის კომიტეტები ახდენენ თავიანთ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს (ნააკ) (მუხლი 38) და აწარმოებენ თემატურ მოკვლევებს (მუხლი 155) ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების...
შემდეგი სტატია შემდეგი სტატია თერჯოლის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობაზე მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გასცა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში არაერთ დარღვევაზეა საუბარი, მათ შორის აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალტეტის მიერ განხორციელებულ სოციალური უზრუნველყოფის პროექტებში. კერძოდ, ირკვევა, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა 58 შემთხვევაში, დაახლოებით, 4.000 ლარის ღირებულების მედიკამენტის ტალონი გასცა რეცეპტის...
„შმაქსის“ მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქციას მართავენ. ისინი 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათივე თქმით, 80-მდე „შმაქსის“ მძღოლს ისე დაეკისრათ, რომ ინფორმირებულნი არ ყოფილან, თუ „შმაქსის“ მძღოლობა ჯარიმდებოდა. როგორც „შმაქსის“ მძღოლები აცხადებენ, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს. ამასთან, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი "ჩუმად...
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ BPP-ის კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი 38 პროექტიდან, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 5 საუკეთესო გამოავლინა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტმა ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ გაიმარჯვა. ,,დღეს ჩვენ გვერგო პატივი, მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მუნიციპალური...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 250 მილიონი ლარი. აქედან, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტებზე უკვე განაწილდა 128 მილიონი ლარი 262 პროექტის დასაფინანსებლად. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგფონდიდან მხოლოდ 90.5 მილიონი ლარის ღირებულების 191 პროექტი იყო დაფინანსებული.  მომავალ წელს, ფონდის ბიუჯეტის ფარგლებში, ყველაზე მეტი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდება. სულ დაგეგმილია 365 კმ გზის რეაბილიტაცია, რასაც რეგფონდიდან და ადგილობრივი...
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - თბილისის მუნიციპალიტეტის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი დ.კ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ლ., ასევე მოქალაქეები ზ.ბ. და რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის ნ.გ.-ს და მოქალაქე ვ.ზ.-ს მიმართ გამოტანილია...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი ზამირა ღადუა განათლების განყოფილებისთვის ერთი შტატის დამატება ითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  როგორც მან საკრებულოს დარბაზში წლის შემაჯამებელი ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა, შეუძლებელია სამმა თანამშრომელმა გააგრძელოს იმ რეჟიმში მუშაობა, როგორშიც წელს მოუწიათ. მისი თქმით, განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური დღეში 10 განცხადებას იღებს და აქედან 8 განათლების განყოფილებაზე მოდის. მან საკრებულოს...
ზუგდიდის მერიის ძეგლთა განყოფილებამ დაასრულა მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რუკებზე მუშაობა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა ჯიქიამ, საკრებულოში ერთი წლის მუშაობის შეჯამებისას აღნიშნა, რომ მათ მიერ 837 ძეგლი აღირიცხა, თანდართულ აღწერილობასთან ერთად, ქრონოლოგიის მითითებით. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიმრავლით და ხარისხით საქართველოში, რაც აღნიშნეს კიდეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში. "სამწლიანი საშუალო განვითარების...
გორის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართავენ და პედაგოგებზე კონტროლის გაძლიერებას სთხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მათი შეშფოთება ერთ-ერთი მშობლის მონაყოლმა გამოიწვია, რომლის მიხედვით პედაგოგი ბავშვებზე მუდმივად ძალადობს და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. "მხოლოდ ჩემ შვილს რომ მოეყოლა ვიფიქრებდი ბავშვი აზვიადებს - თქო, მაგრამ რამდენიმე მშობელმაც გამოთქვა უკმაყოფილება. რის გამოც ზოგიერთი, ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანასაც აპირებს. ბავშვები ყვებიან როგორ ჩაარტყა ერთ-ერთს ბეჭებში მასწავლებელმა, როგორ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას განცხადებით, სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრული ყველა სახლის მშენებლობა, ასევე „ერთი თბილი ოთახის“ მოწყობა 2019 წელს ვერ მოესწრო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ნინო სხულუხიას განცხადებით, პროცესს მერის რიგგარეშე არჩევნებმა შეუშალა ხელი, რადგან გადავადდა განცხადებების მიღება. „შესაბამისად დასრულების ვადამაც ერთი თვით გადაიწია. რამდენიმეს მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. თუმცა 26-ივე ვერა... მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია,...
ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ვაკის გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, ორი წლის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 211 369 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რომლის ფარგლებშიც, ბეთანიაში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა - ასფალტის საფარი პირველად, ოთხ ქუჩაზე დაიგო.   მისივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, განხორციელდა 42 სკვერისა და...
დადიანების მუზეუმის მიმდებარედ ნაძვის ხის ანთება და საზეიმო ღონისძიება 25 დეკემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. გამოცემა წწერს, რომ მათ შეკითხვაზე  - უკავშირდება თუ არა ღონისძიების გადადება 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებას - უპასუხეს, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ფაქტამდე იყო მიღებული. „ქვეყნის ცენტრალური ნაძვის ხე და შესაბამისად ჩვენიც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, 25 დეკემბერს აინთება. ლუკას შემთხვევა არის...
ადიგენის სოფელ ფარეხაში მცხოვრები ორი ოჯახი ელექტროენერგიას მზის პანელების მეშვეობით მიიღებენ. მათ დენი არასდროს ჰქონიათ. ღვინიაშვილებისა და დალაგონიანიებისთვის დაცლილ სოფელში მზის ორი პანელი დაიდგა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ადიგენის სოფელ ფარეხაში ამჟამად ორი ოჯახი ცხოვრობს. მათ სახლებში ელექტროენერგია პირველად აინთო. ორი მზის პანელი აქ 29 ნოემბერს დადგეს. „ვიყენებთ და მოგვწონს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტელეფონს ვტენი და ნათურები მაქვს ანთებული. მეზობელს ტელევიზორიც...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. „ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე“, - წერს ასათიანი „ფეისბუქში“. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.  დეფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა...
ზუგდიდში, სასაფლაოების მიწის რესურსი თითქმის ამოიწურა. განაცხადა "კეთილმოწყობის ცენტრის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ფაცაციამ, ა(ა)იპ-ის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენაზე. მისი თქმით, ძირითადად მიწის სიმწირე გვხვდება ქალაქის ტერიტორიაზე. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ დეფიციტი ჯერ არ აქვთ, თუმცა მომავალი წლიდან გაჩნდება. ამიტომაც, შეიძენენ მიწას სასაფლაოების გამოსაყოფად. აღნიშნულ პრობლემაზე ყურადღება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამაც გაამახვილა. მანვე ისაუბრა სასაფლაოების შემოღობვის საკითხზეც. სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 186 სასაფლაოა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ