დადიანების მუზეუმის მიმდებარედ ნაძვის ხის ანთება და საზეიმო ღონისძიება 25 დეკემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
გამოცემა წწერს, რომ მათ შეკითხვაზე – უკავშირდება თუ არა ღონისძიების გადადება 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებას – უპასუხეს, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ფაქტამდე იყო მიღებული.
„ქვეყნის ცენტრალური ნაძვის ხე და შესაბამისად ჩვენიც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, 25 დეკემბერს აინთება. ლუკას შემთხვევა არის ტრაგედია და თითოეული ჩვენგანის ტკივილი. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს გადაწყვეტილება ლუკას გარდაცვალებამდე იყო მიღებული“, – ამბობენ მერიაში.
ზუგდიდში ნაძვის ხის ანთება 20 დეკემბერს იყო დაანონსებული.