ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ – ფარგლებში ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის ახალი საზედამხედველო ფუნქციების პრაქტიკაში დანერგვას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის კომიტეტები ახდენენ თავიანთ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს (ნააკ) (მუხლი 38) და აწარმოებენ თემატურ მოკვლევებს (მუხლი 155) ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პარლამენტმა შესძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და მოძებნოს პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრის გზები.
ზემოთაღნიშნულ საზედამხედველო ფუნქციებზე არასამთავრობო ორანიზაციების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგები საქართველოს 5 ქალაქში – თელავი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ზუდგიდი.
ტრენინგები, რომელიც ბრიტანელი და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდება, დაეხმარება ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მიერ ინიცირებული ნააკ-ისა და/ან თემატური მოკვლევების პროცესებში.
ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგებში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე გრანტებით ($ 500) უზრუნველყოფა 2020 -2021 წლებში პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნააკ-ის და/თუ თემატურ მოკვლევებში მონაწილეობის მისაღებად. გრანტი გადაეცემათ რამოდენიმე ორგანიზაციას (რაოდენობა შეზღუდულია და შერჩევა მოხდება დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით), იმისათვის რომ მათ შესძლონ მათ მიერ შერჩეულ მოკვლევაში სრულყოფილი მონაწილეობა და დაფარონ მასთან დაკავშირებული ისეთი შესაძლო ხარჯები, როგორიცაა, მაგალითად: მოკლვევის საკითზე ინფორმაციის შეგროვება სამიზნე ჯგუფებიდან, პრობლემური ადგილების მონახულება, დარგის ექსპერტთან კონსულტაცია, კომიტეტების ზეპირ მოსმენებში მონაწილეობა ქ. თბილისში და ა.შ.
ამ ეტაპზე, პროექტი იწვევს არასამთვრობო ორგანიზაციებს 2 დღიან ტრენინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდება 2020 წლის თებერვალში (ზუსტ თარიღებს და სხვა დაკავშირებულ დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით) ქ. თელავში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში. მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა თანამშრომელთა რაოდენობა არ აღემატება 15-ს. ტრენინგი სრულად ფინანსდება პროექტის მიერ (ასევე შესაძლებელია გარკვეული რაოდენობა მონაწილეების 1 ღამით სასტუმროთი უზრუნველყოფა, თუ მათი საცხოვრებელი ადგილი არ არის ქალაქი სადაც ტრენინგი ტარდება).
დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: boris.nadiradze@wfd.org; nino.goderdzishvili@wfd.org არაუგვიანეს 2020 წლის 6 იანვრისა. გამოგზავნისას გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ქალაქი სადაც გსურთ ტრენინგზე დასწრება. კითხვების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ მისამართზე, საკონტაქტო პირები – ბორის ნადირაძე და ნინო გოდერძიშვილი.
სააპლიკაციო ფორმა
- ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
- ორგანიზაციის სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი)
- ოფიციალური მისამართი; ვებ გვერდი ან გვერდი სოციალურ მედიაში (არსებობის შემთხვევაში)
- თანამშრომლების რაოდენობა
- რომელ დარგში ან დარგებში მოღვაწეობთ? (გთხოვთ მიუთითეთ არსებული საპარლამენტო კომიტეტების დარგების გათვალისწინებით)
- რამდენი თანამშრომელი მიიღებს ტრენინგში მონაწილეობას?
(შესაძლებელია მაქსიმუმ 2 თანამრომელი) – სახელი, გვარი.
2. საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობა (გთხოვთ გვიპასუხოთ არაუმეტეს 250 სიტყვით):
- რა საკითხზე და რა ფორმატში გითანამშრომლიათ საქართველოს პარლამენტთან? (ასეთის შემთხვევაში)
- რომელ კონკრეტულ საკითხებზე ისურვებდით პარლამენტთან თანამშრომლობას?
3. რა მოლოდინი გაქვთ ტრენინგისგან?
4. რომელ ქალაქში გსურთ ტრენინგში მონაწილეობის მიღება?
გთხოვთ აირჩიოთ ქალაქი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა თქვენი ორგანიზაციის და/ან სახლის ადგილსამყოფელიდან. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტი შეძლებს მხოლოდ გარკვეული რაოდენობა მონაწილეების 1 ღამით სასტუმროთი უზრუნველყოფას.
- ქალაქის სახელწოდება (თელავი, თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი).
- სასტუმროს საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითეთ მიზეზი, სამსახურის და სახლის მისამართები და მანძილი ქალაქამდე სადაც ტრენინგი ტარდება
შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება.