2020 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში 262 პროექტის დასაფინანსებლად უკვე 128 მილიონი ლარი გამოიყო

724

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 250 მილიონი ლარი. აქედან, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტებზე უკვე განაწილდა 128 მილიონი ლარი 262 პროექტის დასაფინანსებლად. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგფონდიდან მხოლოდ 90.5 მილიონი ლარის ღირებულების 191 პროექტი იყო დაფინანსებული. 

მომავალ წელს, ფონდის ბიუჯეტის ფარგლებში, ყველაზე მეტი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდება. სულ დაგეგმილია 365 კმ გზის რეაბილიტაცია, რასაც რეგფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთობლივად 114 მილიონი ლარზე მეტი მოხმარდება. 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 12 სოფელში დაფინანსდება წყალმომარაგების სისტემების განახლების პროექტები, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია – საბავშვო ბაღების, მრავალბინიანი კორპუსების, კულტურული ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, გარე განათების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია.

რეგფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი გრძელდება. 

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ფონდიდან 2018 წელთან შედარებით 393 პროექტით მეტი, ჯამში 1 201 პროექტი დაფინანსდა

აქედან 405 პროექტი ჯანდაცვის ინფრასტრუტურის მიმართულებით განხორციელდა. რეგფონდიდან წელს პირველად დაფინანსდა მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მცირე სამუშაოები