წინა სტატია ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ნავმისადგომთან მორიგეობა შეწყვიტეს. ორი დღე-ღამის განმავლობაში საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, რათა ქაფშიით დატვირთულ ავტომობილებს არ დაეტოვებინათ ნავსადგური. „ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებისგან გარანტია, რომ ფოთში თევზის სუნი არ იქნება. უახლოეს დღეებში დაიწყება საწარმოების შემოწმება. ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. ვულოცავთ ფოთელებს სუფთა ჰაერს და ვართ ყურადღებით, რათა იგივე არ განმეორდეს“, – განაცხადა...
თბილისის ბიუჯეტი მორგებულია მაღალი თანამდებობის პირებზე და როდესაც კალაძე ამბობს, რომ ეს არის კოლოსალური ბიუჯეტი, ეს არის ტყუილი, - ამის შესახებ საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს, საკრებულოში უნდა დამტკიცდეს, წერს ინტერპრესნიუსი. „ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ მომავალ წელს 90 ადამიანით უფრო მეტი იმუშავებს, ვიდრე წელს მუშაობს, რაც 3 მილიონი ლარით...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირეს. განცხადებები თბილისის მერიის საახალწლო ხარჯებსა და ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას ეხება. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ნაძვის ხის ვიზუალი არ შეესაბამება მასში გადახდილ თანხას – ერთ მილიონ ლარს. ასევე, მისი თქმით, ვაკეში შესაძენი სკამების სატენდერო დოკუმენტაცია მიზანმიმართულად იტალიურ კომპანიაზე არის მორგებული. საგამოძიებო უწყებასთან საკრებულოს...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სკამების განთავსებას იტალიური კომპანია უზრუნველყოფს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის. ამასთან, მისივე თქმით, თუ ქართული კომპანია დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს და გაიმარჯვებს ტენდერში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. „არასწორი ინფორმაციაა. სკამებს შევიძენთ ტენდერით, ტენდერი არაა დასრულებული . როდესაც ის დამთავრდება გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. თუ ქართული კომპანია დააკმაყოფილებს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „მელიორაციის გარეშე, სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია. 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა და შედეგად, უკვე 130 ათასი ჰექტარი ფართობია გასარწყავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიწის მეპატრონეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმით მდგომარეობა გაუუარესდათ, შეუძლიათ, მერიის სპეციალურ კომისიას მიმართონ. კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მეპატრონეების აქციასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის მერიასთან გაიმართა. „გენერალური გეგმით ამ ადამიანებს სიტუაცია არ გაუარესებიათ. წინა გენგეგმაშიც იგივე ზონები იყო. ახალი გენგეგმის ჯგუფმა მიიღო ეს გადაწყვეტილება....
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, მათ მიერვე ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ასე იმართლა მან თავი ახალგორის მოსახლეობასთან, რომელმაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია. ბიბილოვი ამტკიცებდა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების "პროვოკაციული ქმედებების" შედეგია, რადგან თითქოსდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გახსნეს საგუშაგო. ბიბილოვის განცხადებებს კრიტიკა მოყვა და მოსახლეობის ნაწილმა შეხვედრა პროტესტის...
ახალციხის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, პირველად ვერსიასთან შედარებით 500 000 ლარით მეტია. მერიამ საკრებულოს შენიშვნებიდან ოთხი სრულად, ორი კი ნაწილობრივ გაითვალისწინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გუშინ, 26 დეკემბერს, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დამტკიცდა. სხდომას 33 დეპუტატიდან მხოლოდ 20 დაესწრო. ბიუჯეტის განხილვის პროცესში, საკრებულომ მერიას დოკუმენტი ექვსი შენიშვნით დაუბრუნა. მათგან ორი ნაწილობრივ გაითვალისიწინეს, ოთხი კი სრულად. საკრებულოს შენიშვნის საფუძველზე: სამცხე-ჯავახეთის...
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე პრემია-დანამატების გაცემა გააპროტესტა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ქუთაისში ათობით ლოკაცია მაინცაა, სადაც ადამიანები ასე კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. ზოგი უნებართვოდ, ზოგი კი ნებართვით. უკიდურეს პირობებში ცხოვრობენ. არც წყალი აქვთ და არც სველი წერტილები. ამ დროს, როცა მერიის მოვალეობაა, რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები შეუქმნას და არ უქმნის, ხელფასიც არ ეკუთვნით და კიდევ პრემიებს იღებენ....
წინა სტატია თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძიმე მდგომარეობაში არსებული გზის მონაკვეთი დღეისათვის ყველა სტანდარტის დაცვით სრულად რეაბილიტირებულია და მასზე უსაფრთხო გადაადგილებაა შესაძლებელი.  "პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და რამდენიმე წუთში უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ბურჯები და კოჭები. კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი იყო მძიმე, შეიძლება ითქვას,...
წინა სტატია ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი 29 დეკემბერს აქცი-პერფორმანსს გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ და შვილმა განაცხადეს. ექიმის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს. „ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს. „ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის...
დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე წარადგენს. სხდომას შესაძლოა, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწროს. თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ჯამში 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.
ფოთში, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა. ფოთის მერიის ცნობით, დამტვრეულია სათამაშოები, დაზიანებულია ილუმინაციები და გაწყვეტილია ელექტროსადენები, რითაც ხდება მორთულობის ჩართვა. "სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა. მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა დღეს ამბროლაურისა და მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმების პრეზენტაცია წარადგინა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა და სოფლების  - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის  ტურისტულ - სარეკრეაციო  კომპლექსის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია წელს ზაფხულში დამტკიცდა.  რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის 11 სოფლის - ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები სარეკრეაციო ზონები იყოს, –  ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, მერიის წინ გამართული აქციის მონაწილეების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ელოშვილის თქმით, მიწები, რომელზეც აქციის მონაწილეები საუბრობენ, წინა გენგეგმის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ან სარეკრეაციო იყო და რამე ტიპის განაშენიანება ამ ტერიტორიებზე, მიუღებელია. „ახალი გენგეგმით მდგომარეობა არ გაუარესებულა და ისევ დაახლოებით იგივე სტატუსები მიენიჭა. შესაბამისად, მოთხოვნა იმისა, რომ...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ისაუბრა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, მუნიციპალიტეტებში ჩატარდა 3 ათასზე მეტი საერთო კრება და მოსახლეობამ შეარჩია 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი. აქედან, გურიაში განხორციელდა 376...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ