საკრებულო დღეს თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

661

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე წარადგენს.

სხდომას შესაძლოა, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწროს.

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ჯამში 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.