დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სკამების განთავსებას იტალიური კომპანია უზრუნველყოფს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის. ამასთან, მისივე თქმით, თუ ქართული კომპანია დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს და გაიმარჯვებს ტენდერში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
„არასწორი ინფორმაციაა. სკამებს შევიძენთ ტენდერით, ტენდერი არაა დასრულებული . როდესაც ის დამთავრდება გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. თუ ქართული კომპანია დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და მოთხოვნილ ხარისხს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით,“- აღნიშნა კალაძემ საკითხის კომენტირებისას.