პარლამენტში ამბროლაურისა და მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმების პრეზენტაცია წარადგინეს

880

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა დღეს ამბროლაურისა და მესტიაუშგულის სივრცითი მოწყობის გეგმების პრეზენტაცია წარადგინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა და სოფლების  – ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის  ტურისტულსარეკრეაციო  კომპლექსის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია წელს ზაფხულში დამტკიცდა

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის 11 სოფლისჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჯაბეში, ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი და ცალდაშის სივრცითტერიტორიულ დაგეგმვას, მზია გიორგობიანის ინფორმაციით, დოკუმენტაცია კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შეიმუშავა და ამ ეტაპზე ადგილზე განხილვები მიმდინარეობს.