წინა სტატია
შემდეგი სტატია
ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის ბრალის წარდგენის პარალელურად, საგამოძიებო უწყებაში თავად ხაბეიშვილიც დაიბარეს. საქმე ეხება 24 იანვარს ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტს.
ლევან ხაბეიშვილი უკვე შევიდა პოლიციის შენობაში, მანამდე კი ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ არ გამორიცხავს, მასაც წაუყენონ ბრალი.
"24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია "სოლიმარ ინტერნეიშენალის" ექსპერტები სტუმრობდნენ. მათ ორივე ტურისტული ობიექტი დაათვალიერეს და შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს. საუბარი ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმებს შეეხო.
ორგანიზაციის დირექტორმა კრის სიკიმ "ლაივპრესს" განუცხადა, რომ ის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, საჭიროებებს ეცნობა, კონკრეტულ ლოკაციებს და ატრაქციებს, რომელთა კომერციალიზაციის კომპონენტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას და ტურისტული ობიექტების ადმინისტრაციებს დაეხმარებიან.
მისი...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 2020 წელი იმერეთში ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობენ.
"2020 წელი იმერეთში განსაკუთრებულად არის საინტერესო ბიზნესის განვითარებისთვის და ბიზნესმენებისთვის გამომდინარე იქედან, რომ ძალიან საინტერესო პროექტები...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
“ბრალს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, მე პირველივე დღეს ვთქვი, ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ გამოძიებას”, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
“მე ამ ბრალდებას არ ვეთანხმები, დანარჩენი გამოძიების საქმეა და დაველოდოთ გამოძიებას. როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს გაეცემა პასუხი. ერთი მხრიდან იქნება დანაშაული თუ მეორე მხრიდან,...
გურჯაანის მერიაში 17 ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, მაია ლალიაშვილის განმარტებით, სულ 38 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„დასრულდა პირველი ეტაპი და შეირჩა 25 კანდიდატი. 13-მა აპლიკანტმა ვერ გადალახა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც დიპლომის მაგივრად სხვა დოკუმენტს ტვირთავენ. ასეთი ტექნიკური ხარვეზების გამო ხდება ადამიანების დაბლოკვა. ამის შემდეგ, ისინი აღარ მოდიან საპრეტენზიო...
ბათუმის მერია განაშენიანების რეგულირების გეგმის შესამუშავებელ კონკურს აცხადებს. საკრებულომ მერიას დოკუმენტის ტექნიკურ დავალებაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
განაცხადების მიღება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულ კომპანიას დოკუმენტის შემუშავებისთვის დაახლოებით ერთი წლიანი ვადა ექნება.
დოკუმენტის მომზადებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სივრცით დაგეგმარებაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უნდა ქონდეს.
წლებია ბათუმს გენერალური გეგმა არ აქვს, რაც...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აღიარებს, რომ 219 097 ლარის სამუშაოები ნაპირგამაგრებისთვის უფლებამოსილების გადამეტებით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მდინარე აჭარისწყალზე, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ, სამუშაოების წარმოებისთვის მითითება არავისგან მიუღია, ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იყო.
"მუნიციპალიტეტმა, პირადად მე ჩავთვალე, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტში, ხელს შეუწყობდა ინვესტიციის მოზიდვას. ჩვენ ინვესტიციებით არ ვართ განებივრებული. სრულდება კიდევ ერთი ტურისტული...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკუთრებაში გადმოეცა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უახლოეს მომავალში განხორციელდება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები.
პირველ ეტაპზე მოხდება პროექტირება, რის შემდეგაც ფონდი ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში ფოთის სამხატვრო გალერეა განთავსდება. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელ არქიტექტორ,...
წინა სტატია
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ, - აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს. ბორჯომის მერიის ცნობით, გეგმის სრულყოფისა და პრიორიტეტული საკითხების განხილვის მიზნით, მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურისტულ ბიზნესში ჩართული მხარეები დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კონსულტანტი თენგიზ ლომიტაშვილი.
როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში...
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების შეუსრულებლობის გამო, გორში, ორი კომპანია განმეორებით დააჯარიმეს. ამის შესახებ საქმის მასალები გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სასამართლოს წარუდგინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ოქმის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა ,,სივამ" და ერთ-ერთმა ინდმეწარმემ არ გამოასწორეს ის ხარვეზები, რაც მათ გარემოს დამცველებმა დააკისრეს. საუბარია, ქვიშა-ხრეშის მოპოვების რეგლამენტის დარღვევებზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ, დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში...
წინა სტატია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „რიყის დოქების" საპრივატიზებო ღირებულება საკმაოდ მაღალია, რაც მშენებლობის ხარჯებს და მიწის ღირებულებას უკავშირდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ე.წ. რიყის დოქების გასაყიდი ღირებულების ადეკვატურობის შეფასებისას განუცხადა.
„100 საპრივატიზებო ობიექტი როდესაც დავაანონსეთ, ვთქვით, რომ პერიოდულად საინტერესო მსხვილი ობიექტები დაემატებოდა ამ ნუსხას და დანაპირებს ვასრულებთ. ამ ეტაპზე ესაა „რიყის დოქები“, რომელიც თავის დროზე...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მე მეტი საქმე მაქვს, ვიდრე სხდომაზე პეპლებზე საუბარია,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული კომისიის სხდომა დატოვა.
ხაბეიშვილის თქმით, მეტი საქმე გამოიხატება იმაში, რომ ის აგროვებს კონკრეტულ დოკუმენტებს, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის შესახებ.
„ვაგროვებ კონკრეტულ დოკუმენტაციას, რომელიც კიდევ...
წინა სტატია
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ წყენთის „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის ის ფორმა, რომელიც ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერილი და მათთვის საინტერესო იქნება“, - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „წყნეთის აგარაკების“ ელექტრონული აუქციონის უშედეგოდ დასრულებას შეეხებოდა.
„ჩვენ ველოდებოდით შემოთავაზებებს, თუმცა ახლა ვიფიქრებთ, გარკვეულ განახლებულ მიდგომაზე. როგორც ჩანს, ამ ფორმით ნაკლებად საინტერესოა ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენი მოლოდინი...
გურჯაანის ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მერის პირველი მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის ინფორმაციით, ნონეშვილის გამზირზე დაიგება ქვაფენილი და რეაბილიტირდება შენობების გარე ფასადები, გამწვანდება გაზონები, შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები.
სამომავლოდ კი გურჯაანის ქუჩების სრულად განახლება იგეგმება. მალე მუნიციპალიტეტს ექნება განახლებული კულტურისა და დასვენების პარკი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ტექნო-პარკის მშენებლობაც, რომლის...
Treated.com - ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, ევროპაში ყველაზე ჯანმრთელ დედაქალაქებს შორის თბილისი 41-ე ადგილზეა. ევროპის მასშტაბით რეიტინგში პირველ ადგილზე, 102 ქულით, კოპენჰაგენია, შემდეგ მოდის ვენა, ბერნი, ჰელსინკი, ბერლინი და სტოკჰოლმი.
ვილნიუსი, რომელმაც ევროპის 46 დედაქალაქიდან მე-7 ადგილი დაიკავა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ჯანმრთელ დედაქალაქად დასახელდა.
განსაკუთრებით მაღალი შეფასებები დაიმსახურა (169 ქულა) ლიეტუვის დედაქალაქის ჰაერის ხარისხმა და მწვანე სივრცეებმა.
კვლევის მიხედვით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































