გურჯაანის ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მერის პირველი მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის ინფორმაციით, ნონეშვილის გამზირზე დაიგება ქვაფენილი და რეაბილიტირდება შენობების გარე ფასადები, გამწვანდება გაზონები, შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები.
სამომავლოდ კი გურჯაანის ქუჩების სრულად განახლება იგეგმება. მალე მუნიციპალიტეტს ექნება განახლებული კულტურისა და დასვენების პარკი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ტექნო-პარკის მშენებლობაც, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდება ახალგაზრდული ცენტრი და მეღვინეობისა და კულინარიის კოლეჯი.