გურჯაანის მერიაში 17 ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, მაია ლალიაშვილის განმარტებით, სულ 38 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„დასრულდა პირველი ეტაპი და შეირჩა 25 კანდიდატი. 13-მა აპლიკანტმა ვერ გადალახა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც დიპლომის მაგივრად სხვა დოკუმენტს ტვირთავენ. ასეთი ტექნიკური ხარვეზების გამო ხდება ადამიანების დაბლოკვა. ამის შემდეგ, ისინი აღარ მოდიან საპრეტენზიო კომისიაში, საბუთების მოსაწესრიგებლად, რომ შემდეგ გასაუბრებაზე გავიდნენ.“
მისივე თქმით, გასაუბრება ჩანიშნულია 5 თებერვალს დღის 11 საათზე. ვისაც უარყოფითი პასუხი მიუვიდა, მათ აქვთ საშუალება საპრეტენზიო კომისიაში 31 იანვრის ჩათვით გაასაჩივრონ.
გასაუბრების შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის მერი დანიშნავს.