გარემოს დაცვა: გორში ქვიშა-ხრეშის მომპოვებელმა კომპანიებმა ხარვეზები არ გამოასწორა

672

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების შეუსრულებლობის გამო, გორში, ორი კომპანია განმეორებით დააჯარიმეს. ამის შესახებ საქმის მასალები გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სასამართლოს წარუდგინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  

ოქმის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა ,,სივამ” და ერთ-ერთმა ინდმეწარმემ არ გამოასწორეს ის ხარვეზები, რაც მათ გარემოს დამცველებმა დააკისრეს. საუბარია, ქვიშა-ხრეშის მოპოვების რეგლამენტის დარღვევებზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ, დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა − იწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას), ხოლო დადებული ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში − სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას.