ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქს გადაეცა

1625

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკუთრებაში გადმოეცა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უახლოეს მომავალში განხორციელდება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები.

პირველ ეტაპზე მოხდება პროექტირება, რის შემდეგაც ფონდი ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში ფოთის სამხატვრო გალერეა განთავსდება. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელ არქიტექტორ, ედმონდ ფრიკის ავტორობით აშენდა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება.