“ამ სახლებში მოქალაქეთა ცხოვრება, კატეგორიულად მიუღებელია,”- ასე გამოეხმაურა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ჭყონდიდელის დასახლებაში ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლების პრობლემას. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელ კორპუსში 49 ოჯახს ამ დრომდე გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება - ადგილობრივები დღემდე რეაგირების მოლოდინში არიან. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსები გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარება.
ჭყონდიდელის დასახლებასთან არსებული პრობლემა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...
ბათუმში, ვარდების სკვერში დადგმული საცდელი „ელექტროსკამი“ დაამტვრიეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის მერიასთან ახლოს, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, სკამი, გასული წლის ბოლოს დაამონტაჟეს. ლითონისა და პლასტმასის კონსტრუქციის სავარძელი, განსაკუთრებული იმით იყო, რომ ის იკეცებოდა და ღამით განათებული იყო. სკამის ანალოგი ქალაქში არ არსებობდა.
ბათუმის მერიამ სკამი საცდელად დაამონტა. როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, ვანდალიზმის დეტალები უცნობია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: ტყემაკარავში, დიდვაკესა და ხინოწმინდაში მზის პანელები დამონტაჟდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
12 ოჯახისთვის მზის პანელების მოწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
სოფლებში ბოლო 35 წლის განმავლობაში მოსახლეობას რთული რელიეფიდან გამომდინარე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აღნიშნული დანადგარების მეშვეობით აქ მცხოვრებლები დენით , უწყვეტ რეჟიმში ისარგებლებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საერთო ჯამში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. 50-მდე ოჯახი...
ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში შემოვლითი გზის მშენებლობა პროტესტის მიზიზი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად ადგილობრივები არა სახლების დაბზარვას, არამედ უწყლობას აპროტესტებენ. შესაბამისად, არა კომპენსაციას, არამედ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. გასაჭირში სულ 30-მდე ოჯახია, რომელიც დაუყონებლივ რეაგირებას შესაბამისი უწყებებისგან უკვე ერთი წელია უშედეგოდ ითხოვს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტობანის მშენებლობისთვის სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო. ერთ-ერთი მსხვილი პროექტის...
რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი. რუსთავის მერის პირველი მოადგილის ვაკანტურ ადგილს მისი ამჟამინდელი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე დაიკავებს, ხოლო მერის კიდევ ერთ მოადგილედ ირმა მესხი დაინიშნება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვიცე-მერის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობა დავით კეკელიძემ 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება ირმა მესხს, ის ჯერ კიდევ წინა მერის, დავით ჯიქიას...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მოსახლეობა, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, სოფლის ცენტრში შეიკრიბა.
"წლებია სასმელი წყალი არ გვაქვს. სასმელი წყლის ნაცვლად ტექნიკურ წყალს ვიყენებთ. ორი კვირაა ტექნიკური წყალიც აღარ მოგვეწოდება. ვითხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ და ბოლოს და ბოლოს, მოაგვარონ ეს პრობლემა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და პერმანენტულ აქციებს პრობლემის გადაჭრამდე გამართავენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს აჭარის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე, განხილვისა და მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს, - აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.
უწყების ცნობით, ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
„გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მესამე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და...
ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგოტნიძე, რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, დირექტორებმა, სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრეს და პრიორიტეტები დაასახელეს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
"ჩვენ დავიწყეთ საუბარი სკოლებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულისთვის გვქონდეს მზა პროექტები. აქ მთავარი დეტალი არის განსახილველი, ის, რომ ხშირ შემთხვევაში სკოლებს, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი შემოსავალი, ვაუჩერიზაციის კუთხით უჭირთ თავის პროექტების...
კოსტავას გამზირზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ინფარსტრუქტურის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპისათვის ძირითად მონაკვეთზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი (მოფრეზვა) და ახალი ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულდა. ასევე ძირითად ნაწილზე უკვე მოეწყო ბაზალტის ბორდიურები.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის ინფორმაციით, ამ სამუშაოების დასრულების პარალელურ რეჟიმში, კოსტავას გამზირზე დაიწყება სარწყავი სისტემის მოწყობა.
საავტომობილო გზის კაპიტალური შეკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე...
დაბა ქსნის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი წყლები პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში და საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობას,- ამის შესახებ წერია მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გადმოცემული ქსნის საკანალიზაციო სისტემის სათანადო ექსპლოატაცია. საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი...
ნინოწმინდის მუნიცპალიტეტის მერიაში 2019 წელს ფულადი ჯილდო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 110–მა თანამშრომელმა მიიღო.
2019 წელს მერიაში ჯილდო მხოლოდ 12 დეკემბერს გასცეს, ჯამში 82 760 ლარის ოდენობით.
გამოცემა "სამხრეთის კარიბჭემ“ გამოითხოვა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე, რა რაოდენობის ჯილდო გაიცა, თუმცა მერიისგან პასუხი ვერ მიიღო.
2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ით მეტია. იანვარში ყველზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფრმაციით, საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).
„2020 წლის...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ცნობით, ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს, რომელშიც ტრაგედია დატრიალდა, სოციალური დახმარება მოხსნილი არ ჰქონია.
როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად დედასთან სტუმრად იყო მისული, როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
„გამოძიება და ექსპერტიზა მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში გვექნება, დედა ფეხმძიმედ იყო თუ არა, თუმცა მეზობლებისგან ვიცით, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილის...
წინა სტატია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის ორი ა(ა)იპის ფუნქციები დუბლირებულია, ხონის მერიაში უპასუხეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახურის შენიშვნებს რეაგირება მოჰყვება და ხარჯების შესამცირებლად რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
"ა(ა)იპ-ების "ხონის სათნოების სახლისა" და "ხონის მადლიერების სახლის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხონის მუნიციპალიტეტებმა 563.9 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტს აღნიშნული ღონისძიებები არ განუხორციელებია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხონის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების...
ახალციხეში გადათხრილი ქუჩები აღარ უკვირთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში სასმელი წყლის მილი არაერთხელ დაზიანდა. წყალმომარაგების კომპანია აღდგენას ვერ ასწრებს, - ამის შსახებ ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს.
ქალაქში გავლისას ამოთხრილ ორმოებს და ამკრძალავ ნიშნებს ხშირად შეხვდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე წყლის მილი დაზიანდა. წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს ატარებს, თუმცა ხშირად იმ ორმოების ამოვსებას მალევე ვერ ასწრებს და დიდი ხნის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































