ბათუმში, ვარდების სკვერში დადგმული საცდელი „ელექტროსკამი“ დაამტვრიეს

683

ბათუმში, ვარდების სკვერში დადგმული საცდელი „ელექტროსკამი“ დაამტვრიეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ბათუმის მერიასთან ახლოს, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, სკამი, გასული წლის ბოლოს დაამონტაჟეს. ლითონისა და პლასტმასის კონსტრუქციის სავარძელი, განსაკუთრებული იმით იყო, რომ ის იკეცებოდა და ღამით განათებული იყო. სკამის ანალოგი ქალაქში არ არსებობდა.

ბათუმის მერიამ სკამი საცდელად დაამონტა. როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, ვანდალიზმის დეტალები უცნობია.