გარდაბნის სოფელ სართიჭალის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

879

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მოსახლეობა, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, სოფლის ცენტრში შეიკრიბა.

“წლებია სასმელი წყალი არ გვაქვს. სასმელი წყლის ნაცვლად ტექნიკურ წყალს ვიყენებთ. ორი კვირაა ტექნიკური წყალიც აღარ მოგვეწოდება. ვითხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ და ბოლოს და ბოლოს, მოაგვარონ ეს პრობლემა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და პერმანენტულ აქციებს პრობლემის გადაჭრამდე გამართავენ.