მზად ვართ, განვახორციელოთ მთის კურორტების მართვის სისტემის რეფორმირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ეფექტიანად მართვის მიზნით საკურორტო ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პარლამენტი განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც უფრო მეტი ინიციატივის უფლება და მეტი უფლებები ეძლევა ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ შორის, მენეჯმენტ-კომპანიების შექმნის თვალსაზრისით. „ვფიქრობთ, რომ აქ უფრო მეტად დეცენტრალიზაციის გზით წავალთ, რადგან ძალიან ბევრი თუნდაც ინფრასტრუქტურული საკითხია და პრობლემა,...
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა. ხანძარი სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 35 მაშველია ჩართული. დაწესებულებებიდან ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს და შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით დეპარტამენტის მხრიდან შესაბამისი მითითებები მიიღეს. 14 თებერვალს, დილის საათებში, სოფელ უბისაში, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის...
წინა სტატია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მერიისთვის მიუღებელია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს. „ჩვენი პოზიცია იცით და გაჟღერებულიც არის, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება. საუბარი იყო 9-სართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით არა კონკრეტულ პიროვნებას. ბრიფინგებით საუბარი რაღაც სიახლეა, მე მგონი. მას ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა...
წინა სტატია შემდეგი სტატია ზუგდიდის მერიის ა(ა)იბ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი... ასევე ხელოვნურადაა გაზრდილი ხელფასის ფონდი... ასევე დუბლირებულია ა(ა)იპ-ებს შორის ფუნქციები, - 2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიეტის ა(ა)იპებ-სა და შპს-ებში არაეფექტურ ხარჯვაზე წერია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. როგორც დოკუმენტში წერია, 2017 წლის დასაწყისიდან, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 21 ა(ა)იპ და 5 შპს. 2017 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ჩატარებული რეორგანიზაციით, ა(ა)იპ-ების რაოდენობა 12-მდე...
წინა სტატია შემდეგი სტატია 2017-2018 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვები განხორციელებულია ხარვეზებით , –  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო- სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში ანაზღაურებულია 598.6 ათასი ლარი. იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება აღემატებოდა 50.0 ათას ლარს, ამასთან, ანგარიშსწორება განხორციელებულია ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე. "დასკვნების მიხედვით...
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აუდიტის სამსახურის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზების გამოვლენას ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა, კორუფციული ინტერესები იკვეთებოდეს. როგორც ქებურიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 50 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხა გაფლანგულია. „მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო პროექტს, რომელიც ეხება უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირების საცხოვრებელი ფართების პრობლემას. ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა განსაკუთრებული ზრუნვის...
წინა სტატია შემდეგი სტატია დუშეთის მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში წყალი შეფერხებით მიეწოდება, ან მიეწოდება  სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი, –  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. შესაბამისად, ამ მიმართულებით წლის განმავლობაში „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან მნიშვნელოვანი რესურსი იხარჯება, მაგალითად: 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 1,765.0 ათასი ლარი დახარჯა წყლის...
წინა სტატია ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა. ორივე ჯგუფი ბაღის სიახლოვეს, ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. ისინი აქ ბაღის რეკონსტრუქციის დასრულებამდე დარჩებიან. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  "ბაღზე მორგებულად გავაკეთეთ ამ სამი დღის განმავლობაში. შევიყვანეთ სველი წერტილები", - უთხრა "ლაივპრესს" "სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ. მისივე თქმით, ახლა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც ბაღში სარემონტო სამუშაოები...
წინა სტატია შემდეგი სტატია 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯა სოფლების − კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილტაციაზე, რომელიც ზოგიერთ ადგილას დაზიანებულია. ხარვეზები გამოვლინდა 12 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისათვის, რომელთა საერთო ღირებულება 6.2 მილიონი ლარია, - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უხარსხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. დოკუმენტის თანახმად, აუდიტის მიმდინარეობისას ჯგუფმა შეამოწმა 2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რის შედეგადაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კერძოდ: ...
წინა სტატია შემდეგი სტატია დუშეთის მერიამ მნიშვნელოვანი მოცულობის თანხებით, რომელიც 2017-2018 წელს აუთვისებელი დარჩა, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები ვერ მოაგვარა, -  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი 4,022.4 ათას ლარს შეადგენდა, რომლიდანაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 3,962.9 ათასი ლარის გამოყენება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების ზრდამ 580.1 ათასი...
შემდეგი სტატია დუშეთის მუნიციპალიტეტმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხებები წლის ბოლომდე ვერ აითვისა, -  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების შესრულების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, 2017- 2018 წლების შემოსულობებმა − 24,092.5 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 22,599.4 ათასი ლარი შეადგინა. ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში. აუდიტის ცნობით, 2017 წელს...
წინა სტატია „დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა „იმედის“ ეთერში „სითი პარკთან“ დავის შეწყვეტის თემის კომენტირებისას. როგორც გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სიტი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სიტი პარკს“ გადაუხადა...
წინა სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, "საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო". მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ქალებს მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, აღარ აჩუქებენ ტექნიკას. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 - 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული. ზუგდიდში მოქმედი 20...
წინა სტატია შემდეგი სტატია აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზუგდიდის მერიის მიერ სოციალურად დაუცველებისთვის აშენებულ სახლებში არავინ ცხოვრობს. აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ზუგდიდის მერია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ადამიანებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფით პროგრამას ახორციელებდა. პროგრამა სოციალურად დაუცველი ადამიანების მოძებნას და მათთვის საკუთარ ეზოში სახლის აშენებას ითვალისწინებდა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა სულ 47 სახლის მშენებლობა დააფინანსა, ღირებულებით – 995.8 ათასი ლარი. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა განახორციელეს შპს...
შემდეგი სტატია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის უკანა ფლიგელის რეკონსტრუქციისას დაბზარულია კედელი და ჭერის გარკვეულ მონაკვეთზე ჩამოყრილია ბათქაში, ფოიეში დაზიანებულია საღებავის ფენა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში. აუდიტმა შეისწავლა 2017 – 2018 წელს ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გამოავლინა უხარისხოდ შესრულებული 20 - მდე პროექტი. ჩამონათვალში ძირითადად არის გზები, და ასევე ახალკახათის საბავშვო ბაღი. ანგარიშის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ