ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა

527

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა.

ხანძარი სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 35 მაშველია ჩართული. დაწესებულებებიდან ევაკუაცია დროულად მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.