კალაძე: დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება

603

წინა სტატია

„დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა „იმედის“ ეთერში „სითი პარკთან“ დავის შეწყვეტის თემის კომენტირებისას.

როგორც გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სიტი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სიტი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.

კახა კალაძე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სიტი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა.

„მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სიტი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.